საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლიტვა გაანადგურა!
დღეს “მიხეილ მესხზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა.
მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და იგი გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა. მეათე წუთზე ყაზაიშვილმა ახლოდან დაურტყა მეტოქეს, რომელიც მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ, პაპუნაშვილმა დაამატა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა. თუმცა, მე-15 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკვეტაძის პასის შემდეგ, პაპუნაშვილმა მიზანს მიაღწა – საჯარიმოში მდგომმა მე-19 ნომერმა მარტივად შეუგდო. 23-ე წუთზე მარჯვენა ფლაგნიდან კაკაბძემ ჩააწოდა ბურთი, ქვილითაიამ თავით დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი მეტოქეს თავზე მოხვდა და ამ რიკოშეტით გავიდა კარში – 2-0. 31-ე წუთზე მარჯვენა მცველმა ისევ ჩააგდო საჯარიმოში ბურთი, თუმცა ქვილითაია ამ შემთხვევაში წააქციეს, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა. ის ვაკო ყაზაიშვილმა ზუსტად შეასრულა.
მე-40 წუთზე მაყურებელმა 18 წლი გიორგი ჩაკვეტაძის მასტერკლასი იხილა: დებიუტანტმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთი მეტოქე ეფექტურად მოატყუა და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა!
მეორე ნახევარში ქართველები ცოტა მოდუნდნენ, თუმცა მომენტები მაინც შექმნეს. მათ შორის იყო პაპუნაშვილი-კაკაბაძის კომბინაცია, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ასევე, გასახსენებელია 78-ეზე არაბულის დარტყმა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით, 4-0 იმარჯვა. ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას იმავე მოედანზე, სამშაბათს, 19:00 საათზე გამართავს. დასწრება თავისუფალია!
საქართველო: ლორია, ნავალოვსკი, კვერკველია, კაშია (დვალი, 62 წთ.), კაკაბაძე, კანკავა (კვეკვესკირი, 62 წთ.), გვილია, ანანიძე, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69 წთ.), ყაზაიშვილი, ქვილითაია (არაბული, 73 წთ.).
ლიტვა: სეტკუსი, კილმავიციუსი, ზულპა, სერნასი, ნოვიკოვასი, გირდვაინისი, ვერბიცკასი, სლავიცკასი, ბოროვსკი, ვალსკისი, ცერნიჩი.