საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ზურაბ დათუნაშვილის დასჯას ითხოვს

თარიღი: თებერვალი 14, 2020

დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოცაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი უშვერი სიტყვებით გალანძღა.

ინციდენტი იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოხდა. ამ შეჯიბრზე დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ოფიციალურ ტურნირში მონაწილეობა პირველად მიიღო.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება:

“იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა აღმაშფოთებელი ფაქტი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილმა უშვერი სიტყვებით გალანძღა სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი. “სპორტსმენის” მხრიდან ჟურნალისტის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფების და გინების კორიანტელს ასევე შეესწრნენ ტურნირზე აკრედიტებული სპორტული ჟურნალისტები – ოთარ მაღლაკელიძე და სალომე ხარატიშვილი. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის ასეთი(ან ნებისმიერი სხვა) სახით შეურაცხყოფა არის უაღრესად მდაბალი, სპორტსმენისა და მოჭიდავისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი და მიუღებელი საქციელი. ასეთი მოქცევისათვის დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. მივმართავთ თხოვნით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, რომ მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს სერბეთის კოლეგა ფედერაცია, რომლის პრეროგატივაცაა დათუნაშვილის მისამართით სადამსჯელო ღონისძიების გატარება.”


ამ განცხადებას მალევე სოციალური ქსელის საშუალებით თავად ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი გამოეხმაურა:

“მადლობა მხარდაჭერისთვის.

მე პირადად, მომხდარზე საქმის კურსში უნდა ჩავაყენო ჭიდაობის გაერთიანება!

თანაც ეს შეურაცხყოფა არ დასრულებულა იმ დღეს არენაზე. მომხდარის მეორე დღეს, ე.წ სპორტსმენი, თავის ძმასთან ერთად საქმეებს მირჩევდა და მემუქრებოდა, რომ ჭკვიანად ვყოფილიყავი, თორემ უარესად გავშარავდი იმათ, ვის საქმესაც ვაკეთებ თურმე

ზურა დათუნაშვილი რომ უღირსი სპორტსმენია, საბედნიეროდ, ყველაზე ადრე მე მივხვდი და ის მიიღებს შესაბამის სანქციებს! ამის პირობას ვაძლევ!”

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა!

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ძალოსნად დასახელდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან სლემზე

21-23 თებერვალს ძიუდოში დიუსელდორფის გრან სლემი გაიმართება. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14-კაციანი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი: “ჩვენი საქმეა ვარჯიში გავაგრძელოთ”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეორედ მოგების შემდეგ მცირე კომენტარი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

16 თებერვალს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრაისილი ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელ იაკვინტა: “ყველა რომ მერაბ დვალიშვილისნაირი იყოს, მსოფლიო უკეთესი იქნებოდა”

UFC-ის ცნობილმა მებრძოლმა ელ იაკვინტამ მერაბ დვალიშვილის მიერ კეისი კენის დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კიდევ ბევრჯერ გავახარო თქვენი

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მოპოვებული მორიგი გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მერაბმა სოციალურ ქსელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა (ფოტო, ვიდეო)

აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში UFC Fight Night 167-ის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა მერაბ დვალიშვილმა. ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი პარიზის გრან სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდ

9 თებერვალს, პარიზის გრან სლემზე, 100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტედი რინერის პირველი კომენტარი სენსაციური მარცხის შემდეგ

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა, ტედი რინერმა პარიზის გრან სლემზე კოკორო კაგეურასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბოლო 10 წელში პირველად – ტედი რინერი დამარცხდა (ვიდეო)

პარიზის გრან სლემზე, +100კგ წონითი კატეგორიის მესამე რაუნდში სენსაცია მოხდა. ტედი რინერი იაპონელ კოკორო კაგეურასთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძის ახალი ფოტოები ციხიდან

სოციალურ ქსელ Facebook-ში ავთანდილ ხურციძის ციხეში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. როგორც იცით, ქართველი მოკრივე სასჯელს ნიუ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კახი კახიაშვილის განცხადება

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკა გვარამია: “მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა ფულზე დახამებულ

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. [...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე: “დედას უტირებ, მერე შენი ბრალია”

4 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა. […...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

10-16 თებერვალს იტალიის დედაქალაქი რომი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობით იასპარეზებს […]...
წაკითხვა