საქართველოს თასი: კაპანაძე, ზივზივაძე, ჯიქიძე, “თელავი”, “ვიტ ჯორჯია” – 1/4 ფინალში

თარიღი: სექტემბერი 20, 2018

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი დღის ბოლო შეხვედრა გაიმართა. “ტორპედომ” “რუსთავი” მხოლოდ მე-2 დამატებით დროში გატეხა და 1/4 ფინალში გავიდა. დუბლი კაპანაძემ შეასრულა.

თავის მხრივ, “დინამომ” “მერანთან” ბუდუ ზივზივაძის 2 გოლით მოიგო, ლანჩხუთის “გურიამ” კარლო ჯიქიძის დუბლით გაიმარჯვა, “თელავმა” “დილა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, “ვიტ ჯორჯიამ” კი “ჩიხურას” პენალტებში შანსი არ დაუტოვა.

ტორპედო 2-0 რუსთავი

გოლები: კაპანაძე 115/118

მერანი 1-2 დინამო

გოლები: ციმაკურიძე 90 – ზივზივაძე 27/79

გურია 3-1 სამტრედია

გოლები: ჯიქიძე 14/45, გელაშვილი 90 – ერისთავი 12

შენიშვნა: ერისთავმა 58-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა

თელავი 1-0 დილა

გოლი: ნიქაბაძე 83

ვიტ ჯორჯია 1-1 ჩიხურა (3-0 პენალტები)

გოლები: ღუდუშაური 64 – ჩიკვაიძე 90

პენალტები:  1) ვეკუა 2) ვასაძე 3) კაკუშაძე – 0

 

მსგავსი სიახლეები