საქართველოს თასი: მერვედფინალისტების ვინაობა ცნობილია
15 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.
მოულოდნელი შედეგით დასრულდა ორი შეხვედრა. „ნორჩმა დინამომ“ რუსთავის „ფოლადზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ეროვნულ ლიგელი მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლოკოს ანგარიშის გათანაბერების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი ხიდეშელმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის გამოყენება ვერ მოახერხა. ნორჩ დინამოელთა მსგავსად ლიგა 3-ის ბინადარი „გორი“ კი, საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ დაუხვდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერია კი, მასპინძლებმა უკეთესად შეასრულეს და 6:5 დაამარცხეს მეტოქე.
საინტერესო გამოდგა „მცხეთა პარკზე“ გამართული შეხვედრა. თბილისის „ვიტ-ჯორჯიამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით თეიმურაზ მარკოზაშვილი გამოირჩა, ვეტერინართა მხრიდან კი, გოლი პაატა ღუდუშაურის ანგარიშზეა.
ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გამართულ შავიზღვისპირა დერბიში ფოთის „კოლხეთმა“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა. ბათუმელთა მხრიდან გოლის გატანის კარგი შანსი პაპუნა ფონიავას მიეცა, მაგრამ ნახევარმცველმა პენალტი ვერ გამოიყენა.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:
კოლხეთი 1913 1:0 დინამო ბთ
1:0 კოვტალიუკი (72)
ვიტ ჯორჯია 1:2 სამტრედია
0:1 მარკოზაშვილი (7), 1:1 ღუდუშაური (50), 1:2 მარკოზაშვილი (73)
გორი 1:1 დ.დ. (1:1, 6:5 პენ.) შუქურა
1:0 სირბილაძე (7), 1:1 კუტალია (64)
ნორჩი დინამო 1:0 ლოკომოტივი
1:0 დეისაძე (8)
ალგეთი – დინამო თბ 0:2
0:1, 0:2 არაბული (32, 85)
სამეგრელო – გურია 1:1 დ.დ. (1:1, 3:5 პენ.)
1:0 იაკობაშვილი (14), 1:1 გოგუაძე (90+2)
სამგურალი-2 – დილა 0:4
0:1, 0:2, 0:3 წიქარიძე (5, 29, 66), 0:4 კაკუშაძე (75ს.კ.)
საპოვნელა – ტორპედო 0:2
0:1 საბანაძე (57), 0:2 ქიმაძე (68)
რუსთავი – მერანი 1:0
1:0 სიჭინავა (90+2)
ლესიჭინე – ჩიხურა 0:7
0:1 მირცხულავა (18), 0:2, 0:3 ტატანაშვილი (22, 35), 0:4 გორგიაშვილი (41), 0:5 გაბედავა (54), 0:6 ტატანაშვილი (61), 0:7 სარდალიშვილი (85)
სქური – სიონი 1:3
0:1, 0:2 ლილუაშვილი (32, 58), 0:3 ხაბელაშვილი (70), 1:3 სალია (90+1)
ზუგდიდი – ცხინვალი 3:2 დ.დ. (2:2)
0:1 ცხოვრებაძე (37), 1:1 ფარჯიკია (45პენ), 2:1 კუკავა (58), 2:2 ლეჟავა (71), 3:2 ბულია (107)
შევარდენი 1906 – საბურთალო 1:2
0:1 ხარაიშვილი (18პენ), 0:2 ვაგნერი (58), 1:2 მაღალდაძე (90+4)
ჭიათურა – სამგურალი 1:4 დ.დ. (1:1)
0:1 კილაძე (60), 1:1 მოგელაძე (75), 1:2 დ. ჩიხლაძე (106), 1:3 ჩხეტიანი (110), 1:4 ბ. ლაღაძე (118)
გაგრა – მეშახტე 2:0
1:0 ქანთარია (4), 2:0 გ. ქურდაძე (45+3)
გარეჯი – იმერეთი 0:1
0:1 თევდორაძე (90+3)