საქართველოს თასი – ო, კაპიტანო, როინ კვასხვაძე და მე-4 ლიგელი
საქართველოს თასის 1/4 ფინალური ეტაპის მე-2 დღის შეხვედრები რუსთავში და საგარეჯოში გაიმართა. საგარეჯოში ერთმანეთს მე-4 ლიგელები, “გარეჯი” და “თბილისი სიტი” დაუპირისპირდნენ. “გარეჯი” 89-ე წუთამდე მშვიდად იგებდა, “სიტიმ” 1 ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა მეტი ვეღარ მოახერხა და პირველად საქართველოს თასის ისტორიაში, ნახევარფინალში მე-4 ლიგელი გავიდა. ასევე, ნახევარფინალური მატჩი “გარეჯის” მოედანზე გაიმართება.
“რუსთავმა” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 120 წუთის განმავლობაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა მატჩი. პენალტების სერიაში კი როინ კვასხვაძემ ყველაფერი გააკეთა მოსაგებად. ჯერ ქოჩლაძეს აუღო, შემდეგ თვითონვე გაიტანა და “ტორპედო” 1/2 ფინალში გაიყვანა, სადაც “ლოკო” და “საბურთალო” არიან.
რუსთავი 0-0 ტორპედო (2-4)
გარეჯი 2-1 თბილისი სიტი
გოლები: კაპანაძე 15, ჩიმაკაძე 63 – ქალდანი 89