საქართველოს თასი – “საბურთალომ” მოიგო, “სპაერი”, “გარეჯი” და “მერანი”
დღეს საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის 4 შეხვედრა გაიმართა. ეროვნული ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი, ჩემპიონი “საბურთალო” “სამტრედიას” დაუპირისპირდა და 1-2 გაიმარჯვა. გოლები შინდაგორიძემ და როლოვიჩმა შეაგდეს, “სამტრედიადან” ბოლო წუთზე გოგუამ პენალტი გაიტანა.
მე-3 ლიგელმა მარტვილის “მერანმა” ლანჩხუთის “გურია” 3-0 გაანადგურა. მე-4 ლიგის მე-2 ადგილოსანმა, “თბილისი სითმა” მე-2 ლიგელი “ზუგდიდი” 3-1 დაამარცხა, “გარეჯმა” კი “სპაერს” პენალტების სერიაში მოუგო. ხვალ ასევე 4 მატჩი გაიმართება.
თბილისი სითი 3-1 ზუგდიდი
გოლები: ხოჯანაშვილი 62, შუბითიძე 73, მახაჭაშვილი 83 – ნვანკო 8
მერანი 3-0 გურია
გოლები: გოგუაძე 45, ლაღაძე 75, მიქავა 85
სამტრედია 1-2 საბურთალო
გოლები: გოგუა 94 – შინდაგორიძე 27, როლოვიჩი 81
გარეჯი 3-3 სპაერი (4-2 პენალტები)
გოლები: ჩიმაკაძე 22, ხუციანიძე 43, ყურულაშვილი 78 (ავტო გოლი) – შუშიაშვილი 2, ჩიგოევი 37, ქართველიშვილ 86