საქართველოს თასი – თბილისის “მერანმა” “დინამო” დაამარცხა
დღეს საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის მე-2 დღის შეხვედრები გაიმართა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის “მერანსა” და თბილისის “დინამოს” შორის შეხვედრა, რომელიც “მერანმა” 115-ე წუთზე გოგი ფიფიას პენალტით მოიგო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა ყველაზე ტიტულოვან გუნდს არაფერი დაუთმო. გამორჩეული იყო იაგო დეისაძეც, რომლის შეჩერება “დინამოელებს” განსაკუთრებით უჭირდათ.
ქუთაისის “ტორპედომ” გასული სეზონის თასის ფინალისტთან, “გაგრასთან”, მძიმე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა 2-3 იმარჯვა.
“ლოკომოტივი” აგრძელებს გამარჯვებებთა მშრალ სერიას და კვლავ ირაკლი სიხარულიძე გამოირჩა “თელავთან”.
მერანი თბილისი 1-0 დინამო თბილისი
გოლი: გოგი ფიფია 115 (პ)
გაგრა 2-3 ტორპედო
გოლები: მეტრეველი 63, ბრეგვაძე 90 – კაპანაძე 41, დოლიძე 60, ქავთარაძე 83
თელავი 0-1 ლოკომოტივი
გოლი: სიხარულიძე 42
რუსთავი 2-0 სიონი
გოლები: სილაგაძე 23, ჩოგაძე 70