საქართველოს თასი – “ტორპედომ” მარტივად გაიმარჯვა, დამატებითი დრო ზუგდიდში
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 7 შეხვედრა გაიმართა და დამატებითი დრო მხოლოდ “ზუგდიდისა” “ცხინვალის” შეხვედრაში გახდა საჭირო, რომელიც 3-2 მოიგო “ზუგდიდმა”. დამატებით დროში ჯერ სერგეი სიპატოვმა დააწინაურა გუნდი, ბუხაიძემ 110-ე წუთზე გაათანაბრა, თუმცა ზუსტად 3 წუთში გიგა წურწუმიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. მარტივად გაიმარჯვა “ბორჯომის” წინააღმდეგ ქუთაისის “ტორპედომ”, რომელმაც უფრო ტალახში და წყალში ითამაშა, ვიდრე სტადიონზე. დუბლი რიჩარდ ლუკას ანგარიშზეა. სხვა მატჩების ანგარიშები იხილეთ ქვემოთ.
ზუგდიდი 3-2 ცხინვალი
გოლები: ფიფია 79, სიპატოვი 102, წურწუმია 113 – ბუხაიძე 90/110
ბორჯომი 1-4 ტორპედო
გოლები: მოსიძე 74 – კაპანაძე 5, ცინცაძე 22, ლუკა 29/36
ზესტაფონი 0-2 თბილისის მერანი
გოლები: ბოლქვაძე 81/90
გაგრა 2-0 შუქურა
გოლები: ხარებაშვილი 28, ნიკოლაიშვილი 90
ბეთლემი 1-2 გურია
გოლები: ზოიძე 84 – კიკნაძე 45, სტოკარენკო 84
დინამო ბთ 2 – რუსთავი
გოლები: ციცქიშვილი 31, ქოჩლაძე 86
ფოტო: ს.კ. რუსთავის გვერდი