საქართველოს თასის 1/8 ფინალის კენჭისყრა: წყვილები ცნობილია!
17 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან ერთად, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი მონაწილეობდა.
წილისყრის შედეგად, მერვედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:
რუსთავი – ზუგდიდი
სამგურალი – დინამო თბ
ფკ გორი – ნორჩი დინამო
ტორპედო – სამტრედია
იმერეთი – სიონი
დილა – კოლხეთი 1913
გურია – შევარდენი 1906 / საბურთალო
გაგრა – ჩიხურა
გამომდინარე იქიდან, რომ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში, რომელიც 15 მარტს გაიმართა, შევარდენი 1906-ისა და საბურთალოს მონაწილეობით (2:1 საბურთალოს სასარგებლოდ), დაფიქსირდა საქართველოს თასის დებულების მე-9 მუხლის დარღვევა, საკითხი განსახილველად გადაეცა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს. შესაბამისად, მერვედფინალის მონაწილე მე-16 გუნდი და გურია – შევარდენი 1906 / საბურთალოს მასპინძელი 18 მარტს, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალისტები ტრადიციულად ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან, შეხვედრები კი, 26 აპრილს გაიმართება და მათ პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ.
წყარო: Gff.Ge