საქართველოსა და ბელარუსის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა
დღეს, ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ეროვნული გუნდი მიიღო.
ამხანაგური შეხვედრა ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 24-ე წუთზე იგორ სტასევიჩმა გახსნა. ამ მატჩისთვის ნაკებში გამოძახებული იყო თბილისის “ლოკომოტივის” თავდასმხმელი, ირაკლი სიხარულიძე. მე-14 ნომერმა 35-ე წუთზე დამატებაზე იდეალურად ითამაშა და მეკარეს მისგან მარცხენა კუთხეში შესანიშნავი გოლი გაუტანა.
მეორე ნახევარში მოედანზე ახალგაზრდა მცველი, ლაშა დვალი შემოვიდა. შენცინის “პოგონის” ფეხბურთელმა 50-ე წუთზე თავით შეძლო გატანა და ჩვენი ნაკრები წინ გავიდა. თუმცა, 66-ე წუთზე პაველ ნეხაიჩიკმა თავით ითამაშა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა რამდენიმე შემტევი ჩართო თამაშში, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარფერი აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, 2:2. შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებისთვის წლის ბოლო დაპირისპირება იყო.