საქართველოში საკალათბურთო სეზონი თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატებით გაიხსნება

თარიღი: ოქტომბერი 4, 2014

საქართველოში საკალათბურთო სეზონი თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატებით გაიხსნება. 15 ოქტომბრიდან სტარტს აიღებს დედაქალაქის 18-წლამდელთა პირველობა, რომელსაც რამდენიმე დღეში 16-წლამდელთა ჩემპიონატიც მოჰყვება. ტურნირებს ორგანიზებას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი გაუწევს.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტურნირები დედაქალაქის ჩემპიონებს გამოავლენენ, თბილისის პირველობებს ამავდროულად საქართველოს ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების დატვირთვაც ექნებათ. 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი საქართველოს პირველობის საგზურს მოიპოვებს, ხოლო 16-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატიდან ქვეყნის პირველობაზე საუკეთესო 9 გუნდი გადავა.

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აღნიშნული ტურნირების კენჭისყრა გაიმართა, რომელიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ჩაატარეს.

კენჭისყრამდე მწვრთნელებს კალათბურთის მსაჯთა კავშირის წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ის ცვლილებები გააცნეს, რომლებიც თამაშის წესებში 2014-15 წლების სეზონიდან შევიდა.

თბილისის 2014 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს, რომლებიც 3 ჯგუფში გადანაწილდება. სწორედ ჯგუფების შემადგენლობები გაირკვა დღევანდელ კენჭისყრაზე. ჯგუფებში ჩატარდება 1 წრე, ხოლო თითოეულიდან საუკეთესო 2-2 გუნდი მეოთხედფინალში პირდაპირ გავა. მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზური საკვალიფიკაციო ეტაპზე გათამაშდება, რომლებშიც მონაწილეობას ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასული გუნდები და საუკეთესო მეოთხეადგილოსანი მიიღებენ.

მეოთხედფინალში გასული გუნდები თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და ავტომატურად მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის უფლებას.

16-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატში 19 გუნდი ითამაშებს, რომლებიც კენჭისყრის შედეგად 4 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. გათამაშების ფორმატის თანახმად გუნდები 1 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც საუკეთესო 2-2 გუნდი მეოთხედფინალში გავა და გააგრძელებს თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

2014-15 წლების საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში თბილისის პირველობიდან საუკეთესო 9 გუნდი გადავა. მეოთხედფინალში გასული 8 გუნდი აღნიშნულ საგზურებს პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მე-9 საგზურს ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასული 4 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე გაითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ 2014-15 წლების სეზონის საქართველოს 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატები ერთი სისტემით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 14-14 გუნდი მიიღებს. თბილისის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდებს რეგიონის წამომადგენლები დაემატებიან და სავარაუდოდ ნოემბრის დასაწყისიდან აღნიშნულ ასაკებში სტარტს საქართველოს ჩემპიონატები აიღებენ.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი “მაიამი ჰიტის” ოთხი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

“მაიამი ჰიტმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ყველას დაუმტკიცა, რომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის...
წაკითხვა