საქართველოსთან ჰეთთრიკის შემდეგ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთ ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებთან ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის გუშინდელი შეხვედრის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთთრიკი შეასრულა.
ამრიგად, ნაკრების მაისურით 26 წლის ფორვარდის გოლების რაოდენობა 26-ს გაუტოლდა, რითაც მან პოლონეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის ზბიგნევ ბიონეკს (24 გოლი) გაუსწრო და მეექვსე ადგილი დაიკავა.
ამჟამად „ბაიერნის“ თავდამსხმელი მეხუთე ადგილზე მყოფ გერარდ ცესლიკს (მე-5 ადგილი) ერთი გოლით ჩამორჩება. ლიდერ ვლოდზიმიჟ ლიუბანსკიმდე კი ლევანდოვსკის 22 გოლი აშორებს.