საქართველოსთან მატჩში ბეილი შესაძლოა, აუტების ჩამწოდებლად მოგვევლინოს
მადრიდის “რეალისა” და უელსის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი, გარეთ ბეილი საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, უჩვეულო ამპულაში ვიხილოთ.
როგორც იცით, უელსის ნაკრები საჰაერო ორთაბრძოლებში საკმაოდ ძლიერია, ამიტომაც ისინი აუტიდან ბურთს პირდაპირ საჯარიმოში აგდებენ, რაც ბეილს ძალიან კარგად გამოდის – სწორედ მის მიერ ჩაწოდებულ აუტს მოჰყვა მეორე გოლი ავსტრიელთა კარში.
“ვნახოთ რას იტყვის მწვრთნელი ამის შესახებ. თუ ამის საჭიროება იქნება და ამით გუნდს დავეხმარები, რატომაც არა? ვფიქრობ, ეს ჩემი დამატებითი იარაღია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ.
დღესდღეობით ფეხბურთში ადვილი მატჩები აღარ არის, ასე რომ ყოველი მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. კარგია, ავსტრიიდან ქულა რომ წამოვიღეთ, თუმცა ახლა სხვა საფიქრალი გვაქვს.” – განაცხადა მან.