საყვარელი ძიუდოისტი, მუსიკა, ფილმი – გურამ თუშიშვილის ინტერვიუ “ევროსპორტთან”

თარიღი: დეკემბერი 25, 2018

ცნობილმა ევროპულმა სპორტულმა სატელევიზიო არხმა ევროსპორტმა გურამ თუშიშვილის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. ქართველმა ძიუდოისტმა მუსიკაზე, ფილმზე, საყვარელ ძიუდოისტსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.


ძიუდოს დასაწყისი:
“ძიუდოზე ვარჯიში 10 წლის ასაკში დავიწყე. ენერგიული ბავშვი ვიყავი, ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ძიუდოთი დავკავებულიყავი. ჩემი მთელი ოჯახი ძიუდოში იყო ჩართული და ჩემთვის ეს ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას ნიშნავდა. მოგვიანებით, ძიუდო ჩემთვის ყველაფერი გახდა და ვარჯიში როგორც პროფესიონალმა, ისე გავაგრძელე.”

საყვარელი გდება:
“ჩემი საყვარელი გდება “დროპ სეოი ნაგეა”. ამ გდებაზე ჩემი მასწავლებელი ბავშვობიდანვე მავარჯიშებდა. ვფიქრობ, მძიმე წონაში ამ ილეთის გაკეთება წარმატებულად გამომდის.”

ნე-ვაზა:
“ნე-ვაზაში ჭიდაობა დაგეგმილი არ მაქვს. ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ვცდილობ, მეტოქე მტკივნეულ ილეთზე გადავიყვანო.”

სასიამოვნო მოგონება:
“ჩემი ყველაზე სასიამოვნო მოგონება ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ძალიან ბედნიერი ვიყავი ოქროს მედლის მოპოვებით. ეს ემოციები არასოდეს დამავიწყდება. ქართველი გულშემატკივრები მქომაგობდნენ, ისინი დროშებს აფრიალებდნენ. ეს დაუვიწყარი მომენტი იყო.”

მუსიკა:
“ზოგადად, მუსიკა ძალიან მიყვარს, თუმცა რომელიმე გამორჩეული ჟანრი არ მაქვს. მომწონს ქართული ხალხური სიმღერები, რომლებსაც შეჯიბრების წინ ვუსმენ.”

ფილმი:
“ჩემი საყვარელი ფილმი ტერმინატორია. არა… გლადიატორი.”

კერძი:
“ჩემთვის ნებისმიერი ქართული ტრადიციული კერძი საყვარელია. მათ დიდი სიამოვნებით მივირთმევ.”

დამალული ნიჭი:
“ჩემი ნიჭი ფეხბურთს უკავშირდება. ვფიქრობ, ნორმალურად ვთამაშობ.”

გამორჩეული ძიუდოისტი:
“ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ძიუდოისტი ჩემი მეგობარი, ბექა ღვინიაშვილია. მე ყოველთვის ვუყურებ მის ტექნიკას, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. ის ძალიან ეფექტურ გდებებს აკეთებს.”

მისაბაძი ადამიანები:
“ჩემთვის მისაბაძი ადამიანები ჩემი მშობლები არიან.”

კარიერის დასრულების შემდეგ:
“კარიერის დასრულების შემდეგ სპორტში დავრჩები და შევეცდები, ჩემი გამოცდილება ჩემი ქვეყნის მომავალ ძიუდოისტებს გავუზიარო.”

რატომ ძიუდო?
“ძიუდო ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ეს სპორტი ბევრ კარგ მოგონებას უკავშირდება. რომ არა ძიუდო, დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ.”

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში გავიდა (ვიდეო)

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი შეხვედრა მოიგო. მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ტურნირის მეორე წრეში იტალიელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნადალმა პრესკონფერენციისას ჩაძინებულ ჟურნალისტს დასცინა (ვიდეო)

ლეგენდარული რაფა ნადალი დიდ ავიაციას ბრწყინვალე განწყობით დაუბრუნდა. ავსტრალიის ღია პირველობის პირველ მატჩში ესპანელმა ჩოგბურთელმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ წრეში 171-ე ნომერ, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბმა კონორს უპასუხა: “მთელი ცხოვრება ამ სირცხვილით იცხოვრებ”

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვს შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა. კონორმა დაღესტნელ სპორტსმენთან შეხვედრა გაიხსენა: [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

მორიგი ინციდენტი საქართველოს ჩემპიონატზე – რა მოხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ (ვიდ

თბილისის სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 97 კგ წონით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღე ჩხუბით დასრულდა (ვიდეო)

თბილისის სპორტის სასახლეში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, [...
წაკითხვა
სხვადასხვა

NHL: “ოლ-სტარზე” ოკეანის ნარჩენებისგან შექმნილი ფორმით ითამაშებენ

სპორტული ეკიპირების უმსხვილესმა მწარმოებელმა ფირმამ, Adidas-მა, საკუთარი კამპანია, რომელიც ბუნების დაცვას ემსახურება, ჰოკეის სამყაროშიც გაავრცელა. [&h...
წაკითხვა
სხვადასხვა

“რატომ ვართ ქართველები ასე ძლიერები?” – ლევან საგინაშვილის პასუხი (ვიდეო

ARMBETS TV-მ ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ კი იმაზე საუბრით იწყება, თუ რატომ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძეს ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება!

ძალოსნობის საერთაშორის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. იმისათვის, რომ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარგად ვარ” – ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე იასპარეზებს!

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე იანვრის ბაშოზე იასპარეზებს. ტოჩინოშინს რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლოზანა-2020-ს თილისმა შეურჩიეს (ფოტო)

2020 წელს ლოზანა ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ლოზანა-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მომავალი თამაშების თილისმა [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის ტრავმა – ქართველმა სუმოისტმა, შესაძლოა, იანვრის ბაშო გამოტოვოს

ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა, შესაძლოა, 2019 წლის პირველი ბაშო გამოტოვოს. ლევან გორგაძეს ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა დაემართა მამაკაცს, რომელსაც UFC-ის მებრძოლი გოგონასთვის ტელეფონის წართმევა სურდა (ფოტო)

შაბათს, ბრაზილიის დროით 20:00 საათზე, მამაკაცმა UFC-ის მებრძოლ გოგონას, პოლიანა ვიანას რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯოკოვიჩი: “ბასილაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელია”

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ქართველი ჩოგბურთელი [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩის ჟესტი ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

3 იანვარს, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა