სარი: “მუნდიალს არ ვუყურებ, ვერცერთი ნაკრები ვერ დაამარცხებს ტოპ კლუბს”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო მოსაზრება დააფიქსირა სანაკრებო ფეხბურთთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის არცერთი მატჩი არ უნახავს.
“ვფიქრობ, რომ “ჩელსი” ინგლისი ნაკრების დამარცხებას შეძლებს, რატომაც არა? მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი არ მინახავს, არცერთი მატჩი. არ მომწონს სანაკრებო ფეხბურთი, რადგანაც აქიდან ვერაფერს ისწავლი.
ეს სრულებით ჩვეულებრივი პოზიციაა, რომელსაც ყველა მწვრთნელი იზიარებს, თუმცა ამაზე საუბარს ერიდებიან. შეუძლებელია 30 დღის პერიოდში გუნდი შეკრა. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ვერცერთი გუნდი ვერ დაამარცხებს ტოპ კლუბს, ისინი ყოველ მატჩს წააგებენ.
დრო ძალიან მცირეა და შესაბამისად, შეუძლებელია ევროპის ჩემპიონატზე ან მუნდიალზე ორგანიზებული გუნდი იხილო,” – აცხადებს სარი.