სარი: “პულიშიჩის ტრანსფერზე აქამდე არაფერი ვიცოდი”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მან აქამდე შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა.
“ტრანსფერის დადასტურებამდე ერთი დღით ადრე შეთანხმების შესახებ არაფერი ვიცოდი. კლუბის ხელმძღვანელობამ პულიშიჩის შესახებ აზრის დაფიქსირება ერთი თვის წინ მთხოვა. მე ის დადებითად დავახასიათე, დღეს კი გავიგე, რომ შეთანხმება შედგა, თუმცა აქამდე არაფერი ვიცოდი. გუნდი ყოველ სამ დღეში ერთ მატჩს ატარებს, ამიტომ სატრანსფერო ბაზარზე ყურადღებას ვერ გადავიტან. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ კლუბთან ჩემი პოზიცია დავაფიქსირო”, – ციტირებს სარის სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ ლონდონურმა კლუბმა “დორტმუნდს” პულიშიჩის სანაცვლოდ 58 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ამერიკელი შემტევი “ჩელსის” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.