საშინელი ტრავმა ბოლივიის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

თარიღი: მაისი 4, 2019

2 მაისს, ბოლივიის ჩემპიონატში, “ბლუმინგმა” საკუთარ მოედანზე “როიალ პარი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

შეხვედრის 78-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა კატუარი ურაპუკამ სტუმართა ნახევარმცველის მატეო ზოკის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. ზოკს ამ ორთაბრძოლის შემდეგ ფეხი მოტყდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ურაპუკამ უხეშობისათვის წითელი ბარათი მიიღო, მოედანზე კი სიტუაცია დაიძაბა.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები