სასკომ სეზონი გამარჯვებით დაიწყო
25-აგვისტოსს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I-ლიგის გათამაშებამ. I-ტურში “სასკოს” მეტოქე “ჭიათურა” იყო. მატჩი ჭიათურაში თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. წესისამებრ გუნდები მოედანზე 10-წუთით ადრე გამოვიდნენ და კლუბების კაპიტნებმა საქართველოს დროშა ჰიმნის თანხლებით აღმართეს.ჭიათურელმა მაყურებლმაც ნელ ნელა მოიყარა თავი სტადიონზე, მატჩს 500 მაყურებლამდე დაესწრო. “სასკოსთვის თამაში ცუდად დაიწყო მე-3-წუთზე გუნდის ლიდერი თორნიკე სტეფნიაშვილი მოედანზე ცუდად დაეცა და კოჭის ტრავმა მიიღო. მის მაგივრად მოედანზე კი გიორგი ვაშაკიძე გამოვიდა. თორნიკე, სავარაუდოდ, გუნდს შემდეგ მატჩშიც დააკლდება. პირველ ტაიმში მასპინძლები უფრო აქტიურობდნენ და რამდენი მომენტიც გაანიავეს “სასკო” კი ძირითად კონტრშეტევებზე თამაშობდა.მატჩის 25-წუთზე დავით რაჟამაშვილის მიერ გატანილ გოლზე მთავარ მსაჯმა ოფსაიტი დააფიქსირა, ამის შემდეგ გუნდები პირველ ტაიმში იშვიათად თუ აწუხებდნენ ერთმანეთს.საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმი, რაშიც რათქმაუნდა მზის ჩასვლამ იმოქმედა გუნდები უფრო ამოძრავდნენ და მეტი ხიფათი შეუქმნეს ერთმანეთს, მაგრამ პირველ ტაიმთან შედარებით “სასკო” უფრო უკეთესად გამოიყურებოდა,რატი წინამძღვრიშვილის აქტიურობას ჭიათურელი მცველის უხეშობა მოჰყვა და მთავარმა არბიტრმაც ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიწოდა, 11-მეტრიანი გუნდის კაპიტანმა გიორგი მანწკავამ აუღელვებლად შეასრულა და მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.საერთო ჯამში ორივე გუნდი უკმაყოფილო იყო კრიჭაშვილის მსაჯობით, მატჩის 70-წუთზე მან ჯაბა ბერიანიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, ხოლო “სასკოს” 5 ფეხბურთელი გააფრთხილა და 3 “ჭიათურის” მოთამაშე. I-ლიგის გათამაშების მეორე ტური 31-აგვისტოს გაიმართება “სასკო” კი ამჯერად “ხარაგაულის ჩხერიმელას” ესტუმრება
25აგვისტო 500მაყურებელი სტადიონი “ჭიათურა დავით მაღრაძე”
ჭიათურა – სასკო ტიფლისი 0-1
სასკო ტიფლისი (შემადგენლობა) : 12.შერმადინი 2.წამალაშვილი 13.ბერიანიძე 4.გაგნიძე 14.ხუბუა 20.რაჟამაშვილი(15.ალენ ოუატარა 79წთ) 9.სტეფნიაშვილი(8.ვაშაკიძე 3წთ) 10.მანწკავა(C)(16.ლორენცო 68წთ) 7.დიასამიძე (17.ღირდალაძე 85წთ)11.წინამძღვრიშვილი(19.ჩანგელია 90+2წთ) 6.ძამსაშვილი
სათადარიგო : 1.ადამია 18.გოგლიძე
ჭიათურა (შემადგენლობა) : 1.გაფრინდაშვილი 7.გაფრინდაშვილი 5.ცუცქირიძე8.ნიჟარაძე 41.შუბითიძე 44.ლობჟანიძე 55.სევასტოპულო (C) 49.მოსიაშვილი 9.ფრეირე ტრაიანო ჟოზე ლინკოლნი 11.ხაჭიპერაძე 18.სილვა დე ოლივეირა
გაფრთხილება : ხუბუა, ბერიანიძე,ბერიანიძე,წამალაშვილი,გაგნიძე,შერმადინი
გაძევება : ბერიანიძე
მსაჯები : კრიჭაშვილი,გაბისონია,გოგოლაძე,ხუბულური
სასკოს პრესსამსახური