სასტუმრო “რედისონში” გამართულ შეხვედრაზე ფედერაციის გამგეობამ განცხადება გაავრცელა

თარიღი: ნოემბერი 5, 2013

გუშინ სასტუმრო “რედისონში” ფედერაციის გამგეობა თბილისის კლუბებისა და საკალათბურთო სკოლების ხელმძღვანელებს უნდა შეხვედროდა. გამგეობასთან შესახვედრად საკმაოდ ბევრი მწვრთნელი (მათ შორის სუპერლიგისაც) და საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენელი მივიდა, თუმცა სუპერლიგის გუნდების ხელმღვანელობიდან არავინ არ ყოფილა. შესაბამისად, შეხვედრაც ისეთ რეჟიმში წარიმართა, როგორიც არსებულ სიტუაციას შეეფერებოდა. თავდაპირველად გამგეობის განცხადება გაჟღრდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გამგეობის წევრმა – მერაბ რატიშვილმა გააცნო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის

გამგეობის განცხადება

2013 წლის 31 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართა შეხვედრა კალათბურთისსაერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) და საქართველოს კალათბურთის ეროვნულიფედერაციის ხელმძღვანელებს შორის.

ფიბას შტაბ-ბინაში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფიბას გენერალურმამდივანმა პატრიკ ბაუმანმა, ფიბას განვითარების მენეჯერმა ზორან რადოვიჩმა,საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკლიპარტელიანმა და გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.

შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ,,ფიბასეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს” საკითხი. კალათბურთის ეროვნულიფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სატელევიზიო ეთერის და კერძოსაუბრების საშუალებით აცხადებს, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს კანონს დაიმპერატიულ ნორმას და არა ფიბას რეკომენდაციებს ეროვნული ფედერაციების მიმართ.

ამის საპასუხოდ ფიბას ხელმძღვანელობამ გააკეთეს მინიშნება აღნიშნული სახელმძღვანელოს წანამძღვარზე, სადაც გარკვევით წერია: ,,ფიბას სახელმძღვანელოსეროვნული ფედერაციებისთვის” მიზანია დახმარების გაწევა თქვენი ეროვნულიორგანიზაციისათვის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში, კონკრეტული რჩევებისშეთავაზებით სხვადასხვა მიმართულებით… ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულრჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთყოველდღიურ მუშაობაში. ამიტომ, ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთანარსებულ გარემოზე მისადაგებით”.

დღევანდელ, 4 ნოემბრის შეხვედრაზე საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთასაკალათბურთო სკოლებთან, გარდა იმისა, რომ გვსურს მოვისმინოთ მათი რჩევები დაწინადადებები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წესთან დაკავშირებით, ასევეგვსურს მათ გავაცნოთ ფიბას ხელმძღვანელებთან შეხვედრის შედეგები, რჩევები დაშეტყობინებები ფიბას სახელმძღვანელოს ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მათ აირჩიეს ფედერაციის ლეგიტიმურ ორგანოსთან,გამგეობასთან, არაკონსტრუქციული ურთიერთობის გზა. მათი არმოსვლის ორ გაუგებარმიზეზთან დაკავშირებით  ვაცხადებთ:

1.            ფედერაციის 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე, რომელიც იქნა გადადებულიფედერაციის გამგეობის მიერ, დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებს იკვლევს საქართველოსპარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი. ყველამ პატივი უნდავცეთ ზემოხსენებულ კომიტეტს, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ მათიმოკვლევის შედეგებს.

2.            რაც შეეხება 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობის (რომელიც გადადებულ იქნაფედერაციის გამგეობის მიერ) შემდეგ დარბაზში დარჩენილი საკალათბურთოსუბიექტების პრეტენზიას, რომელიც არის აბსოლუტურად გაურკვეველი და უკანონო:სუბიექტებს შეუძლიათ თავიანთი პრეტენზიები წარუდგინონ სასამართლოს. ამაზეგამგეობა სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

და ბოლოს: საკალათბურთო კლუბებს და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებსმოვუწოდებთ გამოიჩინოთ გონიერება და პასუხისმგებლობა, პატივი სცენ ფიბასოფიციალურ შეტყობინებას, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს და აირჩიონ არა ბოიკოტის, არამედკონსტრუქციულობის გზა ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ.

დამსწრეთ დაურიგდათ ფიბა-ს განცხადებაში აღნიშნული დოკუმენტი და მისი ქართული თარგმანი

პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ ფიბა-ს ახალი სახელმძღვანელო ეროვნული ფედერაციებისთვის, ამ დოკუმენტის მიზანია დახმარების გაწევა თქვენი ეროვნული ორგანიზაციისათვის, ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში, კონკრეტული რჩევების შეთავაზებით სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, ახალი შექმნილია ფედერაცია თუ იგი უკვე 100 წელია არსებობს. ამ სახელმძღვანელოში მოცემული რჩევები ყველას გამოადგება.

ამ დოკუმენტით სარგებლობის გაადვილების მიზნით, იგი დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად:

1) სტრუქტურირება

თქვენი ორგანიზაციის წესდების შემუშავებიდან ფინანსურ მართვამდე, ეს ნაწილი გთავაზობთ ყველა სახის ზოგად ინფორმაციას სწორი გზით ჩამოყალიბებისა და საქმიანობის დაწყების, სტრატეგიული დაგეგვმის, ახალი საკალათბურთო ობიექტების შექმნის საკითხებზე.

2) შენება

პირველ ნაწილში მითითებულის მიხედვით თქვენი ორგანიზაციის შექმნის შემდეგ, ამ ნაწილში მოცემულია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კალათბურთი თქვენს ქვეყანაში – დაწყებული მინიკალათბურთიდან და დამთავრებული ეროვნული პროგრამებითა და მათში ასახული სამედიცინო გამოწვევებით. ეს ნაწილი სასარგებლო რჩევებს გთავაზობთ ამ საკითხებზე.

3) თამაში

თქვენ უკვე ჩაუყარეთ საფუძველი საქმიანობებს და ახლა განვითრების გზაზე ხართ. ამიტომ, მოდი ვითამაშოთ! ახლა თქვენ სათამაშო მოედანზე იმყოფებით, შეგიძლიათ მიიღოთ ცოდნა შეჯიბრებების, სკაუტინგის, სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ და მრავალი სხვა რამ, რადგან, კალათბურთი არის თამაში, სიამოვნების მიღება ამ თამაშით.

4) პრომოცია

ის, რაც ყველას გვსურს რომ გავაკეთოთ, არის თამაში. ამის მისაღწევად საჭიროა გარკვეული ცოდნა სპორტული მარკეტინგის სწორად წარმართვაში. ეს ნაწილი გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები “ბურთის გორაობით”.

ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევქმნათ რაღაც არასაინტერესო, მოსაბეზრებელი სახელმძღვანელო, რომელსაც თაროზე შემოდებით მტვერი დაედება. თუ გაქვთ რაიმე შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროდ მიგაჩნიათ, ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით. ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყნოთ ყოველდღიურ მუშაობაში. ამიტომ, ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთან არსებულ გარემოზე მისადაგებით და ახალ დონეზე გადაიყვანეთ თქვენი ორგანიზაცია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალისით გააკეთეთ ეს!

ზორან რადოვიჩი

ფიბას-ს განვითარების მენეჯერი



31 ოქტომბერი. ჟენევა. პატრიკ ბაუმანი, ბესიკ ლიპარტელიანი და მერაბ რატიშვილი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა