“სატონის” მეკარე “არსენალთან” მატჩის შესვენების დროს საჭმელად ბარში წავიდა

თარიღი: თებერვალი 21, 2017

20 თებერვალს, ინგლისის ასოციაციის თასზე ლონდონის “არსენალი” სტუმრად სამოყვარულო ლიგის წარმომადგენელ “სატონს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“სატონის” რიგებში ყველაზე დიდ ყურადღებას 45 წლის მეკარე, უეინ შოუ იქცევდა. შოუ 130 კილოგრამს იწონის, ამჯერად კი ის მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგო შემადგენლობაში შეიყვანა.

როგორც ჩანს, შოუ პირველივე ტაიმში მიხვდა, რომ თამაში არ მოუწევდა, ამიტომ მან შესვენებაზე ბარში წასვლა გადაწყვიტა. შესვენების დროს BBC-ის ჟურნალისტმა, კრის სლეგმა ბარში მყოფი მეკარის ფოტო გამოაქვეყნა.

“არ გეხუმრებით. “სატონის” სათადარიგო მეკარე, უეინ შოუ შესვენების დროს ბარში იმყოფება.”

მეორე ტაიმში შოუმ გულშემატკივრებს თავი ისევ შეახსენა, ამჯერად მან ღვეზელი მიირთვა.

მსგავსი სიახლეები