სატრანსფერო მითქმა-მოთქმა

თარიღი: მაისი 30, 2014

“ჩელსის” ბენატია სურს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის “ჩელსი”, “რომას” მცველის, მედი ბენატიას ყიდვა სურს. ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიო 27 წლის ფეხბურთელში 22 მილიონის გადახდას და პლიუს ლუკაკუს მიცემას აპირებს იტალიური გუნდისთვის. აქვე, ბენატიათი “ჩელსის” გარდა, “მანჩესტერ სიტიც” არის დანტერესებული.

 

პასტორე კანდრევას სანაცვლოდ

“პარის სენტ ჟერმენი” უკანასკნელ კვირაში “ლაციოსთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ცნობილია, რომ ფრანგებს ხავიერ პასტორეს ანტონიო კანდრევაში გაცვლა სურთ. როგორც იცით, არგენტინელი ნახევარმცველი, საფრანგეთში 2 წლის წინ გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

 

“ტოტენჰემი” გუარინის ყიდვას ეცდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ტოტენჰემი” ფრედი გუარინის ტრანსფერზე იმუშავებს. ცნობილია, რომ ინგლისელები მზად არიან ერიკ ლამელას შეელიონ “ინტერის” ფეხბურთელის სანაცვლოდ. როგორც იცით, ლამელა “რომადან” გადავიდა “ტოტენჰემში” და მისი ტრანსფერი თითქმის 40 მილიონი ევრო დაჯდა, თუმცა ეს ფული ამაოდ გადაიხადა “ჰოტსპურმა”.

 

ფოსტერი ლორისის სანაცვლოდ

“ტოტენჰემი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრეიზერ ფორსტერის ყიდვას შეეცდება. ცნობილია, რომ “ტოტენჰემის” ამჟამინდელი ნომერ პირველი კიპერი, უგო ლორისი ზაფხულში სხვა გუნდში გადასვლით არის დაინტერესებული. ჯერ-ჯერობით მსურველები არ გამოჩენილან, თუმცა “მამლები” შემცვლელის ძიებაში უკვე არიან. ერთ-ერთი სწორედ “სელტიკის” კიპერი ფორსტერია.

 

“მანჩესტერს” კოკე სურს

ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ატლეტიკოს” შეთავზებას გაუგზავნის. ლუი ვან გაალი, კოკეს ყიდვით არის დაინტერესებული. წყარო წერს, რომ ინგლისელები 48 მილიონ ფუნტს გადაიხდიან ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

 

დავიდ ვილა ამერიკაში?

ესპანური პრესა იუწყება, რომ დავიდ ვილა შესაძლოა ამერიკაში ვიხილოთ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ესპანელი ფორვარდით, “ნიუ იორკ რედ ბულსი” იქნება დაინტერესებული. ცნობილია, რომ ამერიკელები ვილას 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

 

ადრიანო “ინტერში”

“ბარსელონას” მცველი, ადრიანო კორეირა “ინტერს” სურს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიელები შეთავაზებას გაუგზავნიან ბრაზილიელ მცველს და არაა გამორიცხული, რომ ეს ტრანსფერი შედგეს. როგორც იცით, ადრიანოს ფლანგზე, “ბარსელონაში” ხორდი ალბა თამაშობს, რის გამოც მას სათადარიგო სკამზე უწევს ჯდომა.

 

იმობილე “დორტმუნდს” უახლოვდება

ცნობილია, რომ დორტმუნდის “ბორუსია” “ტორინოს” ფეხბურთელით, იმობილეთი დაინტერესდა.იურგენ კლოპი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 19 მილიონი ევროს გადახდას აპირებს იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ. როგორც იცით, იმობილე გასულ სეზონში სერია ას ბომბარდირი გახდა. მან 38 შეხვედრაში 22 გოლის გატანა შეძლო (არცერთი პენალტი). ამის შემდეგ, მან ჩეზარე პრანდელის ყურადღებაც მიიქცია და ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა.

 

“ლივერპულს” ლამბერტი სურს

ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ლივერპული” რიკი ლამბერტის ყიდვას შეეცდება. როგორც იცით, ლამბერტი 32 წლის არის და ამჟამად ის “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავს. მან პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა და როი ჰოჯსონის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. ცნობილია, რომ ბრენდან როჯერსი 7 მილიონ ევროს გადაიხდის ლამბერტის სანაცვლოდ.

 

“არსენალი” ტაარაბტის ყიდვას შეეცდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის “არსენალი” ადელ ტაარაბტის ყიდვას შეეცდება. როგორც იცით, 25 წლის მაროკოელი “ქუინს პარკ რეინჯერსმა” “მილანში” გაანათხოვრა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ცნობილია, რომ ზაფხულში, ადრიანო გალიანიც შეეცდება ტაარაბტის გამოსყიდვას. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 14 მატჩი ჩაატარა “მილანის” შემადგენლობაში და 4 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოდრიჩი: “ფეხბურთის თამაში არ დაგვვიწყებია “

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა დონეცკის “შახტართან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტოლისოს ბრწყინვალე გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო TOLISSO 🇫🇷 with a wonder strike. 🔥🚀 #FCBATM #UCL pic.twitter.com/P6DMqixZZn — RouteOneFootball (@Route1futbol) […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა მოდრიჩის ულამაზესი გოლი “შახტარის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What a goal from Modric 🇭🇷🔥Game on? 😳 pic.twitter.com/oxoiBN1iws — FIFA 21 News […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” – “შახტარი”: დავით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაშია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში დონეცკის “შახტარს” მიიღებს. მატჩი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “მილანი” ყოველთვის ჩემ გულშია” (ფოტო)

წლ”მილანის” ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში “როსონერის” მაისურთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. თბილისის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენის, პიკეს, ლენგლეს და დე იონგის მომავალი გადაწყვეტილია

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა ხელშეკრულებები ჟერარ პიკესთან, მარკ-ანდრე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტრ ჩეხი დიდ ფეხბურთს უბრუნდება?

პრემიერ ლიგის მკვიდრმა კლუბებმა 20 ოქტომბერს ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურებისთვის განაცხადები წარადგინეს. სიურპრიზი შეგვხვდა ლონდონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   E […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ “რეალი” ფავორიტი არ არის”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “მიუნხენგლადბახთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს რეშფორდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcus Rashford's goal to make it 2-1#MUFC pic.twitter.com/uOsQUFNu3F — DILLINGER 👹 (@DillanMUFC) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგი: “ლივერპული” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, მაგრამ არა იდეალური”

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერნეცია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტი. კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ფერენცვაროშს” დაუპირისპირდა. შეხვედრაში ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშის პენალტი “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Bruno Fernandes gets his penalty ❤️#PSGMUN #UCL FOLLOW @LIVESTREAM_102 pic.twitter.com/g7RhxTXnPc — SportCentre (Livestream) [&hell...
წაკითხვა