სატრანსფერო ნიუსები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.
განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.
გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში
“არსენალმა” ხედირას დაუმიზნა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სამი ხედირა იქნება. ცნობილია, რომ არსენ ვენგერი 16 მილიონ ფუნტს ჩამოდის გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ. ჯერ-ჯერობით უცნობია გაუშვებს თუ არა, კარლო ანჩელოტი სამირს გუნდიდან, თუმცა ის აშკარაა, რომ გასული სეზონი გერმანელს სრულიად ჩაუვარდა.
“მანჩესტერი” სანჩესზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
goal.com-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონასთან”, ალექსის სანჩესის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. წყაროს ცნობით, ზაფხულში, ლუი ვან გაალი ჩილელი ფორვარდის დამატებას აპირებს. ეს ყველაფერი კი იმით არის განპირობებული, რომ ჩიჩარიტო კლუბს ტოვებს. ასეა თუ ისე, “ბარსელონასაც” სურს, სანჩესის გაყიდვა. ასე რომ ეს ტრანსფერი ორივე კლუბისთვის სარფიანია.
“ევერტონს” ტელო სურს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კრისტიან ტელოს მთავარი მსურველი “ევერტონი” იქნება. ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ “ლივერპულელები” 15 მილიონ ევროს იხდიან ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ. როგორც იცით, “ბარსელონას” ფეხბურთელის ყიდვა, არაერთ ესპანურ გუნდს სურს. პირველი კი, “ვალენსიაა”.
მიულერი და ლამი კონტრაქტს ახანგრძლივებენ
გერმანული პრესა იტყობინება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფილიპ ლამი და ტომას მიულერი კონტრაქტს გაახანგრძლივებენ “ბაიერნთან”. უკანასკნელ პერიოდში არაერთი ჭორი ვრცელდებოდა, მიულერის ტრანსფერთან დაკავშირებით, ახალი ხელშეკრულება კი ცხადჰყოფს ბავარიული კლუბის პასუხს ამ ყველაფერთან.
დე შილიო “რეალში”?
ესპანური გამოცემები წერენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კარლო ანჩელოტის მის გუნდში, დე შილიოს მიწვევა სურს. როგორც იცით, 21 წლის იტალიელი ფეხბურთელი უკვე 3 წელია, რაც “მილანის” შემადგენლობაში გამოდის. ის უკვე 2 წელია, რაც ჩეზარე პრანდელის გუნდში ხვდება. ცნობისთვის, დე შილიო 2014 წლის მუნდიალზეც მიემგზავრება.
“არსენალი” დე იონგით დაინტერესდა
არსენ ვენგერს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნაიჯელ დე იონგის ყიდვა სურს. ცნობილია, რომ “მეთოფეები”, ჰოლანდიელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევრომდე იხდიან. ასევე, “ქუინს პარკ რეინჯერსსაც”, რომელიც ახლახან გადმოვიდა პრემიერ ლიგაში, სურს დაიმატოს 29 წლის დე იონგი. ამჟამად ჰოლანდიელი “მილანის” საკუთრებაა.
“ინტერის” მთავარი სამიზნე იოვეტიჩი იქნება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ინტერის” ნომერ პირველი სამიზნე სტივენ იოვეტიჩი იქნება. როგორც იცით, ტოჰირი უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია მონტენეგროელი ფეხბურთელით, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია “მანჩესტერ სიტისთან”. ცნობისთვის, ინგლისურმა კლუბმა 30 მილიონ ევრომდე გადაუხადა “ფიორენტინას” მის სანაცვლოდ.
“ატლეტიკო” 22 მილიონს იხდის
ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის “ატლტიკო” 22 მილიონ ევროს გადაიხდის, სანტი კასორლას სანაცვლოდ. როგორც იცით, ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად, “არსენალში” ირიცხება. ის 2012 წელს შეუერთდა არსენ ვენგერის გუნდს და მისი ტრანსფერი 25 მილიონ ევრომდე დაჯდა.
“სან პაოლომ” კაკას დაუმიზნა
იტალიური პრესა იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “სან პაოლოს” მთავარი სამიზნე, რიკარდო კაკა იქნება. წყაროს თანახმად, იტალიურ და ბრაზილიურ მხარეებს შორის, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.