სატრანსფერო ნიუსები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.
განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.
გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში
“ბაიერნი” კროოსის გასაყიდად მზად არის
goal.com აქვეყნებს, რომ მიუნხენის “ბაიერნი” მზად არის, ზაფხულში, ტონი კროოსი გაყიდოს. ამჟამად, გერმანელი ნახევარმცველით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული, თუმცა “ლოს ბლანკოსი” მხოლოდ 25 მილიონს იხდის კროოსის სანაცვლოდ. ასევე, ტონის ყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.
ლუის გუსტავო “რეალში”?
ესპანური პრესა წერს, რომ მადრიდის “რეალი” ლუის გუსტავოს ტრანსფერზე მუშაობს. გამოცემის თანახმად, მადრიდული გრანდი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იყიდის ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად მუნდიალზე ასპარეზობს. ცნობისთვის, ამჟამად ლუის გუსტავო “ვოლფსბურგის” ღირსებას იცავს.
“ნიუკასლი” დებუშის რიჩარდსით ჩაანაცვლებს.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფრანგი მცველი მატიე დებუში, ზაფხულში “ნიუკასლს” დატოვებს და ლონდონის “არსენალს” შეურთდება, რომელმაც ბაკარი სანია გაუშვა. ბრიტანული პრესა წერს, რომ “კაჭკაჭები” დებუშის ადგილას, მიკა რიჩარდსის ყიდვას აპირებენ, რომელიც “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
ჩიჩარიტოს “საუთჰემპტონში” თამაში არ სურს
მექსიკელ ფორვარდს, ხავიერ ერნანდეს “საუთჰემპტონში” გადასვლა არ სურს. ცნობილია, რომ “წმინდანებმა” შეთავაზება გაუგზავნეს “იუნაიტედს” მექსიკელი ფორვარდის თაობაზე, რაზეც უარი მიიღეს. გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ჩიჩარიტო “მანჩესტერს” დატოვებს, თუმცა მისი მომავალი კლუბის ვინაობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
კლოპს ორიჯის ყიდვა უნდა
ზაფხულში, დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, დივოკ ორიჯის ყიდვას შეეცდება. ბელგიელი ფეხბურთელი მუნდიალზე ასპარეზობდა, რომელსაც გუშინ გამოეთიშა, თუმცა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ ხნის განმავლობაში. “დორტმუნდის” გარდა, ორიჯის ყიდვა “ლივერპულსაც” სურს.
კოული “რომაში” გადადის
უკვე რამდენიმე უცხოური გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ ეშლი კოულმა “რომასთან” შეათანხმა კონტრაქტის პირობები. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელმა მცველმა, ზამთარში კონტრაქტი გაახანგრძლივა “ჩელსისთან”, ჟოზე მოურინიომ მაინც გაუშვა გუნდიდან ის. კოული, ლონდონური გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდში დაბრუნების შემდეგ, მან ადგილი დაკარგა, რის გამოც უკმაყოფილო იყო. “ჩელსის” დატოვება, თავად ფეხბურთელსაც სურდა.
“სიტი” ჯეკოს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ბრიტანული პრესა წერს, რომ “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის ედინ ჯეკოს შენარჩუნება სურს. სწორედ ამიტომ, ჩილელი სპეციალისტი, ბოსნიელ ფორვარდს კონტრაქტს უხანგრძლივებს. გადაწყვეტილია, რომ აგვისტოში “სიტის” ალვარო ნეგრედო დატოვებს, ჯეკო კი დარჩება.
ლოვრენი “ტოტენჰემსაც” სურს
ზაფხულში, ხორვატი ფეხბურთელისთვის, დეჟან ლოვრენისთვის “ტოტენჰემიც” იბრძოლებს. გარდა ლონდონური გუნდისა, ხორვატის ყიდვა “ლივერპულსაც” სურს. ბრენდან როჯერსი, ლოვრენის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს იხდის.