სატრანსფერო ნიუსები

თარიღი: ივლისი 6, 2014

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.

განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.

გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში

 

“ბაიერნი” კროოსის გასაყიდად მზად არის

goal.com აქვეყნებს, რომ მიუნხენის “ბაიერნი” მზად არის, ზაფხულში, ტონი კროოსი გაყიდოს. ამჟამად, გერმანელი ნახევარმცველით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული, თუმცა “ლოს ბლანკოსი” მხოლოდ 25 მილიონს იხდის კროოსის სანაცვლოდ. ასევე, ტონის ყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.

 

ლუის გუსტავო “რეალში”?

ესპანური პრესა წერს, რომ მადრიდის “რეალი” ლუის გუსტავოს ტრანსფერზე მუშაობს. გამოცემის თანახმად, მადრიდული გრანდი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იყიდის ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად მუნდიალზე ასპარეზობს. ცნობისთვის, ამჟამად ლუის გუსტავო “ვოლფსბურგის” ღირსებას იცავს.

 

“ნიუკასლი” დებუშის რიჩარდსით ჩაანაცვლებს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფრანგი მცველი მატიე დებუში, ზაფხულში “ნიუკასლს” დატოვებს და ლონდონის “არსენალს” შეურთდება, რომელმაც ბაკარი სანია გაუშვა. ბრიტანული პრესა წერს, რომ “კაჭკაჭები” დებუშის ადგილას, მიკა რიჩარდსის ყიდვას აპირებენ, რომელიც “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

 

ჩიჩარიტოს “საუთჰემპტონში” თამაში არ სურს

მექსიკელ ფორვარდს, ხავიერ ერნანდეს “საუთჰემპტონში” გადასვლა არ სურს. ცნობილია, რომ “წმინდანებმა” შეთავაზება გაუგზავნეს “იუნაიტედს” მექსიკელი ფორვარდის თაობაზე, რაზეც უარი მიიღეს. გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ჩიჩარიტო “მანჩესტერს” დატოვებს, თუმცა მისი მომავალი კლუბის ვინაობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

 

კლოპს ორიჯის ყიდვა უნდა

ზაფხულში, დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, დივოკ ორიჯის ყიდვას შეეცდება. ბელგიელი ფეხბურთელი მუნდიალზე ასპარეზობდა, რომელსაც გუშინ გამოეთიშა, თუმცა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ ხნის განმავლობაში. “დორტმუნდის” გარდა, ორიჯის ყიდვა “ლივერპულსაც” სურს.

 

კოული “რომაში” გადადის

უკვე რამდენიმე უცხოური გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ ეშლი კოულმა “რომასთან” შეათანხმა კონტრაქტის პირობები. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელმა მცველმა, ზამთარში კონტრაქტი გაახანგრძლივა “ჩელსისთან”, ჟოზე მოურინიომ მაინც გაუშვა გუნდიდან ის. კოული, ლონდონური გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდში დაბრუნების შემდეგ, მან ადგილი დაკარგა, რის გამოც უკმაყოფილო იყო. “ჩელსის” დატოვება, თავად ფეხბურთელსაც სურდა.

 

“სიტი” ჯეკოს კონტრაქტს უხანგრძლივებს

ბრიტანული პრესა წერს, რომ “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის ედინ ჯეკოს შენარჩუნება სურს. სწორედ ამიტომ, ჩილელი სპეციალისტი, ბოსნიელ ფორვარდს კონტრაქტს უხანგრძლივებს. გადაწყვეტილია, რომ აგვისტოში “სიტის” ალვარო ნეგრედო დატოვებს, ჯეკო კი დარჩება.

 

ლოვრენი “ტოტენჰემსაც” სურს

ზაფხულში, ხორვატი ფეხბურთელისთვის, დეჟან ლოვრენისთვის “ტოტენჰემიც” იბრძოლებს. გარდა ლონდონური გუნდისა, ხორვატის ყიდვა “ლივერპულსაც” სურს. ბრენდან როჯერსი, ლოვრენის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს იხდის.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანეთის სუპერთასი ოთხი კლუბის მონაწილეობით, საზღვარგარეთ ჩატარდება

ესპანურ ჟურნალ-გაზეთებში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ესპანეთის სუპერთასი მომდევნო სამი წლის მანძილზე საუდის არაბეთის ტერიტორიაზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრეზიდენტობის შემთხვევაში, პიკე “ბარსელონაში” სამ ლიდერს დააბრუნებს

კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის პრეზიდენტობის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკეს ინგლისის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, “ემირეიტს სტედიუმზე” იწვევენ. ამ ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიან გიგსის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია (ფოტო)

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 45 წლის რაიან გიგსს ახალი მეგობარი გოგონა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა უთხრა პეპ გვარდიოლამ მსაჯებს “ლივერპულთან” მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)

10 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპის “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” მასტერკლასი ჩაუტარა (

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტური ცენტრალურმა შეხვედრამ დახურა “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” მონაწილეობით. შეხვედრა ძალია...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალის” ლეგენდას ემერის დათხოვნა სურს: “არაფერი გამოდის!”

“ლესტერთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ, ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, იან რაიტმა, კლუბის ხელმძღვანელობას რადიკალური ზომები...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტაკეფუსა კუბომ ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა ტაკეფუსა კუბომ, რომელიც “მალიორკას” რიგებში გახლავთ განათხოვრებული, ესპანეთის ჩემპიონატში სადები...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ რონალდუს რეკორდი გაიმეორა

9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “სელტა” მიიღო და მეტოქე 4:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესის ბრწყინვალების ხარჯზე “ბარსელონამ” “სელტა” დაამარცხა (ვიდეო)

ლა ლიგის მე-13 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში არასახარბიელო ფორმაში მყოფი “სელტა” მიიღო. “კამპ ნოუზეR...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარიმ ბენზემამ გოლეადორთა სიაში პუშკაშს გადაასწრო

კარიმ ბენზემა კრიტიკოსებს კვლავაც აჩუმებს. 9 ნოემბერს “ეიბარსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული შეხვედრის პირველ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ “სელტასთან” მატჩში მეორე საჯარიმოც გაიტანა (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონასა” და “სელტას” შორის მიმდინარე მატჩის 48-ე წუთზე ლიონელ მესიმ სტუმართა წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ მორიგი საჯარიმო გაიტანა (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონასა” და “სელტას” შორის მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ლიონელ მესიმ მეტოქის კარში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნი” 4:0 “ბორუსია” – ბავარიელებმა დორტმუნდელები უშანსოდ

ბუნდესლიგის მე-11 ტურში “დერ კლასიკერი” შედგა, სადაც მიუნხენის “ბაიერნმა” თავისი პრინციპული მეტოქე დორტმუნდის “ბორუსია&#...
წაკითხვა