სატრანსფერო ნიუსები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.
განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.
გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში
“არსენალი” ტრანსფერებს განახორციელებს
“არსენალის” მფლობელმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იმდენ ტრანსფერს განახორციელებს, რამდენიც საჭირო იქნება. გაზიდისის თქმით, არსენ ვენგერი რამდენი ფულის დახარჯვასაც მოინდომებს, იმდენს მისცემს ის დარჩენილ ორ თვეში. როგორც იცით, ივნისში “მეთოფეებმა” ბაკარი სანია და სანტი კასორლა უკვე გაუშვეს.
ნანი “ატლეტიკოში”?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლუიშ ნანი შესაძლოა ესპანეთში ვიხილოთ. ცნობილია, რომ მისით მადრიდის “ატლეტიკოა” დაინტერესებული. ესპანური მხარე 15 მილიონამდე გაიღებს პორტუგალიელის სანაცვლოდ. როგორც იცით, “ატლეტიკოს” გარდა, ნანით “ინტერი” და “იუვენტუსი” არიან დაინტერესებულები.
პსჟ-ს ჩეხი სურს
“პარის სენტ ჟერმენს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი “ჩელსის” ფეხბურთელი სურს. ამჯერად, ფრანგებმა პეტერ ჩეხს დაუმიზნეს. ცნობილია, რომ ჩეხის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. არაა გამორიცხული ჟოზე მოურინიომ ჩეხი გაუშვას და გუნდში ტიბო კურტუა დააბრუნოს. როგორც იცით, ამას წინათ პორტუგალიელმა, “პარის სენტ ჟერმენში” დავიდ ლუიზი გაუშვა.
“ტოტენჰემმა” ალვარესს შეთავაზება გაუგზავნა
“ინტერის” ნახევარმცველს, რიკარდო ალვარესს “ტოტენჰემმა” შეთავაზება გაუგზავნა. ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონელები 9 მილიონ ფუნტს გადაიხდიან მის სანაცვლოდ. როგორც იცით, 26 წლის ალვარესი არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრია და ის ამჟამად მუნდიალზე იმყოფება.
ლუიზმა 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა
როგორც იცით, დღეს “პარის სენტ ჟერმენმა” ოფიციალურად დაადასტურა, დავიდ ლუიზის ტრანსფერი. ცნობილია, რომ ბრაზილიელი მცველი 5 წლის განმავლობაში იასპარეზებს ფრანგულ გუნდში. ცნობისთვის, “პარის სენტ ჟერმენმა” 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ლუიზის სანაცვლოდ.
ბექჰემი ამერიკაში მეორე კლუბის მფლობელი ხდება
როგორც იცით, ამას წინათ, დევიდ ბექჰემი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი მაიამიში კლუბის მფლობელი გახდა. ამჟამად, ეს კლუბი აშშ-ს ლიგის დაბალ დივიზიონშია, რაც დიდ პრობლემას უქმნის ინგლისელ ფეხბურთელს. სწორედ ამიტომ, შესაძლოა მან უარი თქვას “მაიამიზე” და “ჩივასის” აქციები შეიძინოს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ლიგაშია.
“რედინგს” ახალი მფლობელი ჰყავს
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ინგლისის საფეხბურთო კლუბის “რედინგის” მფლობელი, რუსი მილიონერი გახდა. ეს ადამიანია ანტონ ზინგარევიჩია. ის აპირებს, რომ ბრიტანულ გუნდში ინვესტიციები ჩადოს და ის პრემიერ ლიგაში დააბრუნოს.
“სოსიედადის” პრეზიდენტი ლონდონშია
ცნობილია, რომ “რეალ სოსიედადის” პრეზიდენტი ლონდონში იმყოფება და “არსენალთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც იცით, არსენ ვენგერს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კარლოს ველას გადაბირება სურს. ესპანელები მზად არიან 11 მილიონის სანაცვლოდ დათმონ მექსიკელი ფორვარდი.
“ლივერპულს” ბრაზილიელი ფეხბურთელი სურს
ცნობილია, რომ “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერს რობერტო ფირმინოს ყიდვა სურს. როგორც იცით, ამჟამად ბრაზილიელი ფეხბურთელი “კოპენჰაიმის” ღირსებას იცავს. 22 წლის ნახევარმცველი სამშობლოდან 2011 წელს წამოვიდა და მას შემდეგ გერმანიაში ასპარეზობს.