სატრანსფერო ნიუსები

თარიღი: ივლისი 3, 2014

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.

განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.

გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში

 

“ბარსელონა” 60 მილიონს იხდის

კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა ლუის სუარესის ტრანსფერზე. უკანასკნელი ცნობებით, კატალონიური გუნდი 60 მილიონ ფუნტს იხდის ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ. ცნობისთვის, თავდაპირველად “ლივერპულმა” 80 მილიონი მოითხოვა სუარესის სანაცვლოდ.

 

ნასტასიჩი არ იყიდება

ზაფხულში, “მანჩესტერ სიტი” ნასტასიჩის გაყიდვას არ გეგმავს. ბრიტანელები წერენ, რომ “სიტი” ახალი მცველის ძიებაშია, თუმცა ამის მიუხედავად ისინი, ნასტასიჩის გაყიდვას მაინც არ აპირებენ. ცნობისთვის, მანუელ პელეგრინიმ უკვე გაუშვა ჯოლეონ ლესკოტი და ის ამჟამად მისი შემცვლელის ძიებაშია, რომელმაც შესაძლოა ნასტასიჩი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოს.

 

ევრა “იუვენტუსში”?

შესაძებელია, პატრის ევრამ “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს და იტალიაში, კერძოდ კი “იუვენტუსში” გადავიდეს. ზაფხულში, ლუი ვან გაალმა ლუკ შოუ დაიმატა და სავარაუდოდ, ფრანგი მცველი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდება. ეს ფაქტი არ ხიბლავს ევრას, რის გამოც ინგლისის დატოვებას აპირებს.

 

ლუკაკუ “ატლეტიკოში”?

მადრიდის “ატლეტიკო” რომელუ ლუკაკუსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და სურს, რომ იგი ერთ წლიანი იჯარით ინათხოვროს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდულმა გუნდმა ორი ფორვარდი გაუშვა და ახლა ისინი სწორედ ამ პოზიციის აღმოფხვრას ცდილობენ. ლუკაკუს გარდა, დიეგო სიმეონეს ალვარო ნეგრედოც სურს.

 

კროოსი “რეალში?

დღეს, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის “რეალი” 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებს ტონი კროოსის სანაცვლოდ. ესპანელები იმასაც წერენ, რომ “ბაიერნი” თანახმაა ამ ფასად გაუშვას გერმანელი ნახევარმცველი.

 

ეშლი კოული “რომაში”?

ზაფხულში, “ჩელსის” მცველი, ეშლი კოული შესაძლოა “რომაში” აღმოჩნდეს. ჟოზე მოურინიოს ლონდონში დაბრუნების შემდეგ, ინგლისელი მცველი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა, რაც უარყოფითად აისახა მის კარიერაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა კოულს კარიერა დაესრულებინა, თუმცა თავად ფეხბურთელს სურს, რომ კვლავ ითამაშოს ფეხბურთი.

 

“არსენალსა” და “ლივერპულს” ჰუნტელაარის ყიდვა სურთ

ზაფხულში, კლას იან ჰუნტელაარის ყიდვას ორი კლუბი შეეცდება. “არსენალი” და “ლივერპული” ერთმანეთს შეეცილებიან ჰოლანდიელი ფორვარდის სანაცვლოდ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუის სუარესი მერსისაიდულ გუნდს ტოვებს, ბრენდან როჯერსი კი მისი შემცვლელის ძიებაშია. ამავდროულად, “არსენალსაც” ესაჭიროება თავდამსხმელი. გუნდი მხოლოდ ოლივიერ ჟიურს იმედზეა.

 

“არსენალი” ხედირას სანაცვლო 30 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი 30 მილიონის გადახდას აპირებს სამი ხედირას სანაცვლოდ. გერმანელმა ფეხბურთელმა 2013-2014 წლების სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად ჩაატარა, რის გამოც შესაძლოა “რეალმა” გაუშვას ის ამ თანხის სანაცვლოდ. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც “არსენალსა” და “რეალს” შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გერმანელი ფეხბურთელის თაობაზე.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიომ “ტოტენჰემის” პირველი სატრანსფერო მიზანი დაასახელა

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლონდონური გუნდის პირველი სატრანსფერო მიზანი დაასახელა. პორტუგალიელ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინ ჯეკო, შესაძლოა, ზამთარში პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რომას” თავდამსხმელი, ედინ ჯეკო, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგაში გააგრძელებს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანომ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

მილანის “ინტერის” ყოფილი ვარსკვლავი, ანტონიო კასანო, თვლის, რომ ანტონიო კონტეს გუნდს მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” ჰეგემონიის...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება ჟოზე მოურინიოს ანაზღაურება “ტოტენჰემში”?

20 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა კლუბთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინმა პოჩეტინოს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა

19 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებით ბევრისთვის მოულოდნე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია!

ლონდონის “ტოტენჰემს” ამიერიდან ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა დღეს მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხითარიანი: “იტალიელები სომხებს ჰგვანან”

“რომას” ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა იტალიურ გარემოზე ისაუბრა. სომეხი ფეხბურთელი ამბობს, რომ იტალიელები ხასიათით სომხებს ჰგვანან. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგიის ნაკრები ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია

ბელგიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია. “წითელ ეშმაკებს” სამშაბათამდე აქტივში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა

ლონდონის “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრც...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი: “ყველაზე მეტად “სევილიას” სტადიონზე თამაში არ მიყვარს̶

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტადიონი, რომელზეც ყველაზე მეტად არ უყვარს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიტუაცია გამოუვალია – პოჩეტინო დენიელ ლევის შეხვდა

“ტოტენჰემში” არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით კლუბის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს შეხვდნენ. The Telegraph-ის ცნობით, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი: “ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”

მადრიდის “რეალის” შემტევმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ კარიმ ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. “ბენზემასთან ერთად [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი მესის: “მოდი, ვიჩხუბოთ” (ვიდეო)

18 ნოემბერს ისრაელში არგენტინისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 2:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის არანორმალური მოქმედება ურუგვაისთან მატჩში (ვიდეო)

არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 22-ე წუთზე ლიონელ მესიმ რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში ბრწყინვალედ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიტე: “მესი პელეზე უკეთესია? ვინც პელეს ვინმეს ადარებს, არაფერი გაეგება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელ ტიტეს ლიონელ მესისა და პელეს შედარება სთხოვეს. ბრაზილიელმა სპეციალისტმა განაცხადა, […]...
წაკითხვა