სატრანსფერო ფანჯარა: “შევარდენი 1906”-ში დიდი ცვლილებებია!
საქართველოს რანგით მესამე ლიგის, ლიგა 3-ის ბინადარ “შევარდენი 1906″-ში ცვლიელებია. თეთრი ჯგუფის პირველადგილოსანი კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა არის მატებაც.
წამსვლელთა სია ასე გამოიყურება: გიორგი კახელიშვილი (”შუქურა”), ალექსანდრე გოგობერიშვილი (”ნორჩი დინამო”), გიორგი შუბითიძე (”ცხუმი”), ნიკოლოზ მაისურაძე (”ცხინვალი”), გიორგი ბიბილეიშვილი (”არაგვი”), გიორგი ჩოჩიშვილი (თავისუფალი აგენტი ) .
რაც შეეხებათ იმ მოთამაშეებს, რომლებიც გუნდმა დაიმატა: გიგა ჩიკვაიძე, ცენტრალური ნახევარმცველი ( ”რუსთავი” ), მიხეილ როსტიაშვილი, თავდამსხმელი ( ”ლიახვი” ), მიხეილ კობერიძე, მარცხენა მცველი ( ”ლიახვი” ), სოსო მალანია, შემტევი ნახევარმცველი ( ”გურია” ), იოსიფ შალოლაშვილი, გარემარბი (”ბარვიხა, რუსეთი ).
შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ აღდგენილი ისტორიული კლუბი თეთრ ჯგუფში ასპარეზობს. იგი 34 ქულით პირველ ადგილზეა და ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლის სერიოზული კანდიდატია.