სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინში
წლევანდელი პრემიერლიგის გათამაშება საკმაოდ უცნაური და რთულად პროგნოზირებადია. არც თუ ისე შორეულ წარსულში გათამაშების ფავორიტები, წელს ოთხეულში შესვლაზე ოცნებობენ. შარშანდელი საშუალო გუნდები კი, ლიდერობაზე აცხადებენ პრეტენზიას.
იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, როდესაც სისტემაში რაიმე დარღვევა ხდება, ჩვენ აუცილებლად ვრეაგირებთ ამაზე და იმ დარღვევი აღმოფრქვას ვცდილობთ. იგივეს უნდა ველოდოთ, ამ ზამთარს ინგლისური ტოპ კლუბებისგან. მათ სისტემაში სერიოზული რღვევა მოხდა, რის გამოსწორებასაც პრემიერლიგის გრანდების მენეჯერები სატრანსფერო ბაზარე აქტიურობით შეეცდებიან.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ინგლისურმა კლუბებმა საერთო ჯამში 630 მილიონი გირფანქა დახარჯეს, რაც ყველა დანარჩენი წამყვანი ლიგების სატრანსფერო ბიუჯეტს აღემატება. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ზამთარშიც გაგრძელდება.
მანჩესტერ იუნაიტედი: უამრავი სტატია, ბლოგი თუ ტვიტი ჩნდება ყოველდღიურად “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ. მათი ზაფხულის სატრასნფერო მოღვაწეობა გაუაზრებელ პანიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე გაწონასწორებულ მოქმედებას. და როგორც ხშირად ხდება ამ ძვირიადღირებულმა პანკიამ კარგი არაფერი მოიტანა. კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს მოედნის ცენტრში, რაც ყველა შეხვედრაში კარგად ჩანს. თუმცა ეს “მანჩესტერის” ერთადერთი საფიქრალი არ არის. 32 წლის პატრის ევრას ნამდვილად სჭირდება კარგი შემცვლელი. ვეტერანი უკვე ვეღარ აკმაყოფილებს იმ დონეს, რომელსაც მან მიგვაჩვია თავის საუკეთესო წლებში.
მანჩესტერ სიტი: კლუბმა 100 მილიონამდე დახარჯა ახალ ფეხბურთელებზე, მაგრამ პელეგრინისთვის აღმოჩენა გახდა ის ფაქტი, რომ პრემირლიგა საკმაოდ რთული ჩემპიონატი ყოფილა. “სიტის” ცენტრალური ნახევარმცველები აშკარად ჩამოუვარდებიან თავის კონკურენტებს. “ქალაქელები” იმ კლუბთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც თვლიან, რომ ფეხბურთში წარმატება მხოლოდ დახარჯული თანხის რაოდენობით განისახზღვრება. არ გაგიკვირდეთ, რომ ზამთრის ტრანსფერებში კლუბმა კვლავ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელოს. მანჩესტერელებს ჩემპიონტა ლიგის პლეი-ოფი აქვთ სათამაშო.
ჩელსი: მოურინიოს დაბრუნება იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას “არისტოკრატები” ელოდნენ. უამრავი პლეიმეიკერით დახუნძლულ “ჩელსის”, ჯერ კიდევ არ აქვს ის იდეა, რომელზეც გუნდის სათამაშო სტილი იქნება დამოკიდებული. ზაფხულში, უეინ რუნის ტრანსფერის წარუმატებელი მცდელობა, მახაჩკალის “ანჟიდან” სამუელ ეტოოს გადაბირებით დასრულდა. ბუნებრივია, რომ ეტო’ო ძველებურად ვერ ათამაშდა, ამას არასტაბილური ტორესი დავუმატოთ და აშკარა ხდება ის ფაქტი, რომ “ჩელსის” შეტევის ხაზის გაძლიერება სჭირდება. “არისტოკრატების” კიდევ ერტი პრობელმა ცენტრალური მცველის პოზიციაა. ჯონ ტერის აუცილებლად სჭირდება ძლიერი მეწყვილე.
არსენალი: “მეთოფეებმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავის სტრატეგიას გადაუხვის და ოზილის ტრანსფერში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს. ამან შედეგი გამოიღო. “არსენალი” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ლონდონელები პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ და ჩემპიონთა ლიგის საკმაოდ რთულ ჯგუფშიც პირველ ადგილზე არიან. თუმცა, გაძლიერება “არსენალს” არ აწყენდა. ჟირუს აუცილებლად სჭირდება ძლიერი შემცვლელი, თუ “მეთოფეებს” ყველა ტურნირზე აქვთ წარმატებულად გამოსვლის ამბიცია.
ლივერპული: ბრენდან როჯერსის ტაქტიკურმა ჩანაფიქრებმა როგორც იქნა შედეგი გამოიღო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, “ლივერპული“ კვლავ მზად არის დიდი მიზნებისათვის საბრძოლველად. პრემიერლიგაში ყველაზე ძლიერი შეტევის მქონე მერსისაიდელები კარგ შესანიშნავ სეზონს ატარებენ. თუ სხვა გუნდები გაძლიერებაზე ფიქრობენ, “ლივერპულის“ ამოცანა მთავარი ვარსკვლავის შენარჩუნება იქნება.
საუთჰემპტონი და ევერტონი: წლევანდელი სეზონის აღმოჩენები. ორივე გუნდი ბოლო ათწლეულების საუკეთესო სეზონს ატარებს. ამ შემთხევაში ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ორი საშუალო გუნდის ლიდერებს, თვალს დიდი კლუბები დაადგავენ. შესაბამისად, “საუთჰემპტონისა“ და “ევერტონის“ მთავარი მიზანი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება იქნება.