საუდის არაბეთმა ეგვიპტე დაამარცხა (ვიდეო)
მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფის III ტურის მეორე მატჩში საუდის არაბეთმა ეგვიპტის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა: ეგვიპტის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო მეკარე ესამ ელ ჰადარი, რომელიც 45 წლის გახლავთ. ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში უთამაშია. არაბებმა თავიდანვე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა, მაგრამ პირველი გოლი ეგვიპტელების ანგარიშზეა. აფრიკელები 22-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა. 41-ე წუთზე ეგვიპტელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე ფაჰად ალ მუვალადმა აიღო, თუმცა 45 წლის ელ ჰადარი დარტყმულის მოგერიება შეძლო, თუმცა აფრიკელებმა ტაიმის გამარჯვებით ჩამთავრება მაინც ვერ მოახერხეს. კომპენსირებულ დროში ეგვიპტის ნაკრების კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ამჯერად თერთმეტმეტრიანი სალმან ალ ფარაჯმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.
შეხვედრის მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში სალემ ალ დავსარიმ ეგვიპტის ნაკრების კარში მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1.
ამრიგად, A ჯგუფში მესამე ადგილი საუდის არაბეთის ნაკრებმა დაიკავა, მეოთხე პოზიციაზე კი ეგვიპტე აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ქულის მოპოვება ვერ შეძლო.
მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (III ტური)
საუდის არაბეთი — ეგვიპტე 2:1 (1:1)
გოლები: სალაჰი 22′ — ალ ფარაჯი 45+6′ (პენ), სალემ ალ დავსარი 90+5′.
გამოუყენებელი პენალტი: ფაჰად ალ მუვალადი 41′ (მეკარე).