საუდის არაბეთში მატჩი შეაჩერეს, რათა მეკარეს თმა შეეჭრა
აბსოლიტური სიგიჟეა.
საუდის არაბეთში დაუჯერებელი რამ მოხდა უიქენდის მიმდინარეობისას – მატჩი იმის გამო შეჩერდა, რომ მეკარეს თმა შეეჭრა, რამეთუ ჩათვალეს, რომ მისი ვარცხნილობა შეურაცხმყოფელი იყო გარკვეული ჯგუფისათვის.
საუბედუროდ ჩვენთვის ჯერჯერობით არც მეკარის სახელი და არც იმ გუნდის ვინაობაა ცნობილი, რომელიც ამ მატჩში მონაწილეობდა. თუმცა ვიდეო თავის სათქმელს თავად ამბობს.
მატჩი შეჩერდა მაშინ, როცა ერთმა კაცმა მეკარის ვარცხნილობას შეუტია. ძალზედ სულელი უნდა იყო იმის გასაგებად, თუ მეკარის ვარცხნილობის რომელი ნაწილი მიიჩნიეს შეურაცხმყოფელად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე მოხდა.
მეკარე არჩევანის წინაშე დადგა: ან უნდა გასულიყო მოედნიდან, ან თმა უნდა შეეჭრა. მან მოედანზე დარჩენა გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეპიზოდში საუდის არაბეთის ფეხბურთის ასოციაციის ავტორიტეტული პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ეს ვარცხნილობა ანტი-ისლამური იყო.
იხილეთ ვიდეო: