საუდის არაბეთში მოთამაშე ფეხბურთელს “დების” გამო პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)
დებინგი მსოფლიოში გასულ წელს გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ილეთია, რომელსაც ფეხბურთში ისეთი ვარსკვლავები იყენებენ, როგორიც პოლ პოგბა და ჯესი ლინგარდია.
საბედნიეროდ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები საუდის არაბეთში არ ცხოვრობენ, თორემ ამის გამო დიდი პრობლემები შეექმნებოდათ – მსგავსად “ალ ნოიომის” ფეხბურთელისა, რომელიც “დების” დროს ტელეკამერებმა დააფიქსირეს. ახლა კი ამ უკანასკნელს პატიმრობა ემუქრება.
BBC-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც კომენტატორებმა ფეხბურთელის ეს მოძრაობა ნახეს, რამდენიმეჯერ გაიმეორეს: “არა, არა, არა”.
საუდის არაბეთში “დებინგის” კულტურას მკაცრად ებრძვიან, რადგანაც ეს მათთვის ნარკომანიასა და არალეგალურ კულტურას უკავშირდება. ამის გამო კი არაერთი ადამიანი დასჯილა საუდის არაბეთის მთავრობის მიერ.
?#الوحدة_النجوم #دوري_بلس pic.twitter.com/niD2b8ncC9
— دوري بلس (@dawriplusksa) January 3, 2018