საუკეთესო შანსი ჯანოს – ანანიძე წლების შემდეგ თავისუფალია!
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ლიდერს, ჯანო ანანიძეს ხელმძღვანელობამ წასვლისკენ მიუთითა და როგორც ჩანს, ანანიძე სეზონის ბოლოს “სპარტაკს” დატოვებს.
ანანიძე “სპარტაკს” 2009 წელს შეუერთდა, თუმცა რუსული პრესა, მას დღესაც “მუდამ პერსპექტიულ” მოთამაშედ მიიჩნევს. მოსკოველებს აღარ სურთ ჯანოს წელიწადში 2 მილიონზე მეტი გადაუხადონ, იმ ფეხბურთელს, რომელიც ხშირად ტრავმირებულია და ძირითადში მოხვედრაზე საუბარი არც არის.
წლების განმავლობაში, ქართველს უამრავ გუნდს მიაწერდნენ და მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენებური სხვა კლუბში არ გადადიოდა, “სპარტაკის” განუსაზღვრელად დიდი მოთხოვნები და უარი იყო. რუსები ყოველთვის უარს ამბობდნენ ფეხბურთელის გაშვებაზე და მასში 15-20 მილიონიც კი მოუთხოვიათ.
2018 წელს, თითქმის 10 წლის შემდეგ ჯანოს შანსი აქვს ნაკლებ ხელფასს დათანხმდეს, ახალი გამოწვევები მიიღოს და ევროპაში სცადოს კარიერის გაგრძელება, იქ სადაც, ნამდვილი საფეხბურთო ევროპაა.
“ანანიძეს დღესაც საშუალო ევროპული გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. რუსეთი მისთვის არ არის შექმნილი, არ ვიცი, როგორ გაძლო ამ სუსტმა ბიჭმა რუსეთში 10 წელი” – Sportinside.
ჯანოთი, თუ ევროპულ პრესას დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალი, “სევილია”, “ვილიარეალი” და სხვა გამორჩეული გუნდები ინტერესდებოდნენ. 26 წლის ქობულეთელ ბიჭს დღეს “არსენალიდან” არავინ ეპატიჟება, მაგრამ ევროპაში წასვლის დრო მოვიდა.