საულ ნიგესი: “ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ”
ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, საულ ნიგესი ყურების ჩამოყრას არ აპირებს.
“ვამაყობ ჩემი გუნდით, ჩემი ფანებით და იმით, რომ “ატლეტიკო მადრიდის” ნაწილი ვარ. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. ესეთი რაღაცეები ფეხბურთში ხდება. “რეალმა” მოიგო, რადგანაც იღბალი მათ მხარეს იყო (პენალტების სერიაში).
პირველ 15 წუთში ისინი უკეთესები იყვნენ, მაგრამ ამის შემდეგ, ჩვენ მათ დონეს გავუთანაბრდით და უკეთაც ვითამაშეთ გარკვეულ ეპიზოდებში. ჩვენ მოგება გვინდოდა და ამისათვის გვქონდა გრიზმანის პენალტი. ძალიან ინტენსიური მატჩი იყო, რომელშიც ბოლო წვეთამდე ვიბრძოლეთ.
გვტკივა. ეს გუნდი ასეთი ტკივილის ზედიზედ 2-ჯერ გადატანას არ იმსახურებს. ძალიან რთულია ასეთი რამის ერთჯერ გადატანა, ჩვენ კი … მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავბრუნდებით და უკეთ ვიასპარეზებთ. “ატლეტიკოში” ჩვენ ყოველთვის გვწამს.”