საულმა კარიერის ყველაზე რთული მატჩი დაასახელა
საულ ნიგესი, რომელმაც “ენფილდზე” ძალიან დაძაბულ მატჩში 120 წუთი გაატარა მინდორზე, თვლის, რომ უფრო რთულ სიტუაციაშიც ყოფილა. შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა “მერსესაიდელები” ორი მატჩის ჯამში 4-2 დაამარცხა.
“ძალიან, ძალიან რთული მატჩი იყო. თუმცა ისედაც ვიცოდით, რომ “ენფილდზე” თამაში ადვილი არ იქნებოდა. არ ვგრძნობდი, რომ საქმე ცუდად მიგვდიოდა.
სიმართლე გითხრათ, ეს არ ყოფილა ის მატჩი, რომელშიც ყველაზე მეტად გამიჭირდა. მახსოვს, რომ “ბაიერნთან” თამაშისას, ერთ მომენტში, გავიფიქრე, რომ ცოცხლები ვერ გადავრჩებოდით.
“ენფილდზე” თამაშისას კი საკმაოდ თვითდაჯერებული ვიყავი, მჯეროდა, რომ ჩვენი გუნდი გამოსავალს იპოვიდა,” – აცხადებს საული.
საულმა ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ნახევარფინალური მატჩი იგულისხმა. პირველ შეხვედრაში “ატლეტიკომ” შინ ბავარიელი მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, გასვლაზე კი 2-1 დამარცხდა და სტუმრად გატანილი გოლის წესით გავიდა ფინალში.