საუთგეიტი: “თუ ვინმე ღირს 200 მილიონი, პირველ რიგში, ეს ნეიმარია”
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა ბრაზილიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეიმარი სავსებით იმსახურებს იმ 200 მილიონს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენმა” მის ტრანსფერში გადაიხადა.
“ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერტი საუკეთესო ფეხბურთელია. დაცვაში ძალიან ორგანიზებული თამაში გვმართებს. კონტრ-იერიშები მათი კოზირია, ასეთ დროს კი ნეიმარი განსაკუთრებით სახიფათოა.
არის თუ არა ნეიმარი 200 მილიონის ღირსი? თუ ვინმე ღირს ამდენი, პირველ რიგში, ეს ნეიმარია.
საერთო ჯამში, ინდივიდუალისტებისა და გუნდური სულისკვეთების ხარჯზე, ბრაზილიის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა. მათ სამხრეთ ამერიკელთა ჯგუფსი საუკეთესო შედეგის ჩვენება შეძლეს, რაც ყველაფერზე მეტყველებს. დიდი მობილიზება გვმართებს,” – აცხადებს საუთგეიტი.