„საუთჰემპტონი“ „ევერტონს“ ორიგინალურ მოედანზე მიიღებს
ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტური შაბათს, „საუთჰემპტონსა“ და „ევერტონს“ შორის გასამართი მატჩით გაიხსნება. „წმინდანები“ საკმაოდ კარგ სეზონს ატარებენ და დადებითი შედეგების გარდა, სანახაობრივი თამაშითაც გამოირჩევიან. გუნდი, დიდი ალბათობით, სეზონს ზედა ათეულში დაასრულებს, თუმცა „საუთჰემპტონი“ ყურადღებას მხოლოდ ამით არ იქცევს. კლუბის სტადიონ „სენტ მერის“ მოედნის მომვლელებმა თავის გამოჩენა გადაწყვიტეს და მინდვრის საფარი ორიგინალურად გაკრიჭეს. სწორედ ასეთი სახე ექნება „ევერტონის“ წინააღმდეგ გასამრთი მატჩისას „საუთჰემპტონის“ სტადიონის მოედანს. შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი