„საუთჰემპტონის“ მეკარემ, შესაძლოა, 12 თვე გამოტოვოს
„საუთჰემპტონის“ მეკარემ ფრეიზერ ფორსტერმა მუხლის ტრავმის გამო, შესაძლოა, 12 თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს, რის შესახებაც ბრიტანული მედია იუწყება. ტრავმა გოლკიპერმა „ბარნლისთან“ შეხვედრაში მიიღო.
გუშინ კლუბმა დაადასტურა, რომ ფორსტერი გუნდს სეზონის ბოლომდე ნამდვილად ვერ დაეხმარება.
მეკარის მოედანზე დაბრუნების მინიმალური ვადა 9 თვეა.