“საუთჰემპტონმა” კაპიტანს გაუხანგრძლივა
პორტუგალიელი მცველი ინგლისში რჩება.
31 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელიც “საუთჰემპტონის” შემადგენლობას 2010 წლის იანვარში შეუერთდა, პრემიერ ლიგაში უკვე 239 მატჩის ჩატარება მოასწრო და კაპიტნის სამკლავურიც მოიპოვა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“მადლობა კლუბს. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო მთავარ მწვრთნელსა და მის თანაშემწეებს”, – აცხადებს ჟოზე ფონტე.
“მოხარული ვარ, რომ ამ კლუბში კარიერის გაგრძელების საშუალება მეძლევა. ეს არის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად და წარმატებულად ვგრძნობ”, – დაასრულა პორტუგალიელმა.
აღსანიშნავია, რომ “საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის განცხადებით, ის ასევე მოხარულია ფონტეს მიერ ახალი ხელშეკრულების გაფორმებით, რადგან მისი გუნდისთვის პორტუგალიელი მცველი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.