“საუთჰემპტონმა” თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან საფარი მას შემდეგ შეცვალა, რაც მეტოქემ პენალტი ორჯერ გააფუჭა
“საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან არსებული მინდვრის საფარი შეცვალა. წინა მატჩებში “ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და “ბორნმუთის” ფეხბურთელებს – ჰარი კეინსა და ჰარი არტერს პენალტის შესრულების დროს ფეხი დაუცდათ და ბურთი კარს ააცილეს, რის შემდეგაც “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელობამ პენალტის ნიშნულთან ბალახის საფარის გამოცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“შესაძლოა, ყველაფერში დამნაშავე სახელი ჰარი იყოს. თუ ჰარი გქვია, “სენტ მერისზე” პენალტი არ უნდა დაარტყა, მით უფრო შეხვედრის ბოლოს”, – იხუმრა მატჩის შემდეგ ჰარი არტერმა.