SBM LEAGUE 2014/15: 7 ივნისს ბრინჯაოს ლიგის ფინალია!
7 ივნისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება. თასის გათამაშების შემდეგ, საუკეთესო გუნდი ბრინჯაოს ლიგაში უნდა გამოვლინდეს. კვირის სათამაშო დღეს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.
7 ივნისის სათამაშპ დღე ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებით დაიწყება. 15:00 სთ-ზე, ერთმანეთს კრედოსა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდები დაუპირისპირდებიან, მეორე 1/2 ფინალში კი საქართველოს ბანკი და სნიკერსი ითამაშებენ. ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის ჯამში უნდა გაირკვეს.
07.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (I რაუნდი)
15:00 კრედო – GWP
16:00 საქართველოს ბანკი – სნიკერსი
კვირასვე გაიმართება სუპერლიგის წრიული ეტაპის XIV ტურის გადადებული შეხვედრაც, რომელშიც ერთმანეთს შსს და პსპ დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება 1/2 ფინალებს, უკვე გადაწყვეტილია, რომ „ძალოვნები“ პროგრეს ბანკთან ითამაშებენ, ხოლო „ფარმაცევტების“ მეტოქე მფკ ნატახტარი იქნება. ორ რაუნდიანი დუელი 13 და 21 ივნისს შედგება.
07.06.2015. სუპერლიგა. XIV ტური. (გადადებული)
17:00 შსს – FC PSP
7 ივნისის კულმინაცია კი ბრინჯაოს ლიგის ფინალური შეხვედრაა. 18:00 სთ-ზე საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მფკ ტატიშვილი და პალიტრა მედია დაუპირისპირდებიან.
ამ გუნდებმა ფინალამდე საკმაოდ საინტერესო გზა განვლეს. ტატიშვილი ა ჯგუფში ასპარეზობდა და საბოლოოდ 9 მატჩში ერთი წაგებით, საუკეთესო ხუთეულში მესამე ადგილი დაიკავა. 1/8 ფინალში „მედიკოსების“ მეტოქე ივერიაბეთი იყო და მათ ამ ბარიერის დაძლევა არ გასჭირვებიათ. საკმაოდ დაძაბული გამოდგა 1/4 ფინალური დაპირისპირება ევროკრედიტთან, რომელშიც ფინალისტმა მინიმალური სხვაობით, 1-0 იმარჯვა. ½ ფინალში მათ მცხეთის „გუჯარი“ დაამარცხეს იოლად, 2-7.
რაც შეეხება პალიტა მედიას, ისინი წრიულ ეტაპზე ორჯერ დამარცხდნენ და მეოთხე ადგილით გავიდნენ შემდგომ ეტაპზე, სადაც მათი პირველი მეტოქე პროკრედიტ ბანკი იყო, რომლის ძლევაც „პალიტრას“ არ გასჭირვებია. ასევე იოლად მოახერხეს 1/4 ფინალური ბარიერის დაძლევა, სადაც ისინი მფკ პალერმოს დაუპირისპირდნენ. სამაგიეროდ, უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა 1/2 ფინალური შეხვედრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდთან. საბოლოოდ ფინალისტმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 3-2 სძლია და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.
07.06.2015. ბრინჯაოს ლიგა. ფინალი
18:00 მფკ ტატიშვილი – პალიტრა მედია
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური