SBM LEAGUE 2014/15: ბრინჯაოს ლიგაში 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

თარიღი: მაისი 11, 2015

ბრინჯაოს ლიგაში რვა საუკეთესო გუნდი გაირკვა, ვერცხლის ლიგის დაძაბული 1/4 ფინალები და ფაქტიურად გარკვეული სუპერლიგის საუკეთესო ოთხეული – ასე შეიძლება შეჯამდეს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გასული სათამაშო უქმეები, რომელსაც 9-10 მაისს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

შაბათ-კვირის სათამაშო დღეები გაერთიანებული ლიგის მეორე ტურის შეხვედრებით გაიხსნა. 9 მაისს ერთმანეთს კნაუფი და გორგია დაუპირისპირდნენ. მატჩი ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, 2-6 დასრულდა. ლიგაში დებიუტი წარმატებით აღნიშნა შანგრილამაც, რომელმაც კიდევ ერთ დებიუტანტს რუსთავის მერიის გუნდს სძლია 5-1.

09.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური

კნაუფი – გორგია 2-6

10.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური

შანგრილა – რუსთავის მერია 5-1

გაერთიანებული ლიგის შემდეგ, შაბათი დღე მთლიანად ბრინჯაოს ლიგის 1/8 ფინალებს დაეთმო, სადაც გამარჯვებულის ბედი ერთ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა.

როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებულად საინტერესო, სანახაობრივი და დაძაბული ორი დაპირისპირება გამოდგა.

კასპის „გენერალისა“ და Vivus.ge-ს შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. 40 წუთის მანძილზე გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. გარდამტეხი დამატებითი ხუთ წუთიანი ტაიმი აღმოჩნდა, სადაც ვივუსის ფეხბურთელებმა მეტოქეს შეცდომა არ აპატიეს და საბოლოოდ ორი ბურთის გატანაც მოახერხეს. 3-1 ვივუსის სასარგებლოდ. კასპელები კი, ჯგუფური ეტაპის წაუგებლად გავლის შემდეგ, პირველივე მარცხით ასპარეზობას გამოეთიშნენ.

ა ჯგუფის მოგების შემდეგ, 1/4 ფინალს მიღმა აღმოჩნდა „ქლინინგ სერვის გრუპიც“ . საქართველოს ფოსტასთან, უაღრესად დაძაბული და სანახობრივი შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო, ფრედ 2-2 დასრულდა. 7 მეტრიანების სერია კი „ფოსტალიონებმა“ უკეთ შეასრულეს (5-4) და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

1/4 ფინალში ითამაშებს მცხეთის „გუჯარიც“. მცხეთელებმა საქრუსენერგოსთან ცუდი სტარტის მიუხედავად, მალევე შეძლეს მატჩის შემოტრიალება და საბოლოოდ დამაჯერებლად, 4-1 იმარჯვეს.

ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის დუელებიდან განსაკუთრებულად დაძაბული ბაქსვუდისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება გამოდგა. ბაქსვუდელებმა ყველასთვის მოულოდნელად, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტ მეტოქეს და რომ არა მატჩის მიწურულს გაცუდებული ორი 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა (მათ შორის ერთი შეხვედრის ბოლო წამზე), შესაძლოა პლეიოფში სენსაციაც დაფიქსირებულიყო. საბოლოოდ 2-1 ძალოვანთა სასარგებლოდ.

1/4 ფინალის საგზურის მოპოვება არ გასჭირვებიათ მფკ ტატიშვილს, ევროკრედიტს და პალიტრას, რომლებმაც იოლად მოახერხეს „ვერცხლის“ მეტოქეების „გავლა“.

 

09.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/8 ფინალი

ივერიაბეთი – მფკ ტატიშვილი 2-11

ბაქსვუდი – სდსს 1-2

რუსთავი 2 – ევროკრედიტი 2-5

გენერალი (კასპი) – VIVUS.GE 1-1 დ.დ 1-3

პროკრედიტი – პალიტრა 1-7

საქრუსენერგო – გუჯარი (მცხეთა) 1-4

საქართველოს ფოსტა – CSG 2-2 პენ. 5-4

 

1/4 ფინალში, რომელიც 16 მაისს გაიმართება, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მფკ ტატიშვილი – ევროკრედიტი

სდსს – VIVUS.GE

პალიტრა – მფკ პალერმო

საქართველოს ფოსტა – გუჯარი

 

ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 26, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) – 19, გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა), პაატა ჩახაია (ჯო ენი) – 17, ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) – 16, გიორგი ხაჩოშვილი (საქართველოს ფოსტა)  – 15

კვირა დღის მთავარი ინტრიგა ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრები იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინმა გაამართლა. ოთხივე დუელში გამარჯვებულის ბედი განმეორებით შეხვედრებში უნდა გადაწყდეს.

რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, საქართველოს ბანკის მეორე გუნდმა, წრიულში მერვე ადგილზე გასულ ბანკ რესპუბლიკას ვერ მოუგო, ფრე 2-2. ფრე, ოღონდ ნულავი დაფიქსირდა GWP-სა და ვითიბი 2-ს დაპირისპირებაში. მხოლოდ ერთ ბურთიანი სხვაობით იმარჯვა სნიკერსმა ბი პი ჯორჯიასთან – 2-1. განმეორებითი დაპირისპირების წინ შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს კრედოს, რომელმაც ტატიშვილი ორ ბურთიანი სხვაობით, 3-1 დაამარცხა.

10.05.2015. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (პირველი რაუნდი)

GWP – ვითიბი 2 0-0

BP GEORGIA – სნიკერსი 1-2

საქართველოს ბანკი 2 – ბანკი რესპუბლიკა 2-2

კრედო – ტატიშვილი 3-1

განმეორებითი შეხვედრები 24 მაისს გაიმართება.

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ზურა ცერცვაძე (კრედო) – 31 , ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2) – 28, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 26, გიორგი აფციაური (GWP) – 25

 

ტრადიციულად საინტერესოდ წარიმართა სუპერლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები, რომელიც ასევე კვირას გაიმართა.

დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა პროგრეს ბანკისა და სკ ჯვაროსნების დაპირისპირება, სადაც „ვარსკვლავები“ მარცხს დავით მუჯირის „ბაზერ ბითერით“ გადაურჩნენ, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ „კალაძე და კომპანიას“ პლეიოფის საგზური ოფიციალურად გაენაღდებინა. მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის „დინამომ“, რომელმაც ამჯერად ერთ-ერთი ფავორიტი FC PSPდაამარცხა 2-0 და მეხუთე ადგილზე აღზევდა. დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება შეძლო შსს-მ. „ძალოვნებმა“ საქართველოს უნივერსიტეტს მოუგეს 4-2 და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს.

ამრიგად წრიული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, პლეიოფში გამსვლელი ოთხეულიდან სამი ოფიციალურად გარკვეულია. მეოთხე საგზურის მოსაპოვებლად „ფარმაცევტებს“ დარჩენილ ოთხ შეხვედრაში 1 ქულაც ყოფნით, რაც მხოლოდ დროის საკითხია. 31 მაისს საბოლოოდ გახდება ცნობილი თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/2 ფინალში.

10.05.2015. სუპერლიგა. XV ტური

FC TTC – DHL 3-0

პროგრეს ბანკი – ს.კ ჯვაროსნები 5-5

დინამო (ბთ) – FC PSP 2-0

შსს – UG 4-2

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) – 21, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 18, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ანალიზი: გია ჭიაბრიშვილი – საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან უცხოელი სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი წვრთნის, რომელიც 4 წლის განმავლობაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული ავტოგოლი რუმინეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ljuban Crepulja (Astra) with a bizarre/comical/unstoppable own goal that left his teammates bewildered! […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილი შეიძეინა ვან დე ბეკმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდე

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა, დონი ვან დე ბეკმა ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ Range Rover შეიძინა, რომელშიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა “ლივერპულის” ფეხბურთელია

29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიუნხენის “ბაიერნიდან” “ლივერპულში” გადავიდა. მხარეებს შორის გრძელვადიან შრომით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგომ “ბაიერნს” გამოსამშვიდებებლი წერილი მიუძღვნა

“ბაიერნის” ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი “ლივერპულში” უახლოეს საათებში უნდა დადასტურდეს. ესპანელმა ფეხბურთელმა ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გონსალო იგუაინი ბექჰემის კლუბს შეუერთდა

“ინტერ მაიამის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას გონსალო იგუაინის ტრანსფერის შესახებ. არგენტინელი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს თა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თავის მართლებას არ ვაპირებ” – მოსკოვის “დინამოს” კაპიტანი ს

მოსკოვის “დინამოს” კაპიტანმა, ანტონ შუნინმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მოსკოვური გუნდის მეკარე თბილისის “ლოკომოტივთან&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის შეხვდება “ლოკომოტივი” ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში?

17 სექტემბერს, თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2:1 დაამარცხა და უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის შეხვდება თბილისის “დინამო” ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში?

17 სექტემბერს, თბილისის “დინამომ” “ქონას ქი ნომედსი” სტუმრად 1:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე დაუფასებელი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოსკოვის “დინამოს” მცველები

თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2-1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა. გამარჯვებაში უდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მინდორი საშინელ მდგომარეობაში იყო, სად არის უეფა?” – რუსი დეპუტატი

რუსეთის დუმის დეპუტატმა, იგორ ლებედებმა თბილისის “ლოკომოტივსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანული გუნდი მეტოქეს სოციალური დისტანციის წესის დაცვით ეთამაშა და 0:37 დამარცხდა

უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა გერმანიის ჩემპიონატის რანგით მე-11 დივიზიონის ეგიდით “რიდპორფ ფილდედსა” და “ჰოლდენშტედტ II”-ს შორის [...
წაკითხვა