SBM LEAGUE 2014/15: ჩემპიონატში კიდევ ერთი გათამაშება იღებს სტარტს
2 და 3 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო უქმეებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი უმასპინძლებს.
ამ შაბათ-კვირას, საბოლოოდ უნდა გაირკვეს ბრინჯაოს ლიგის პლეიოფში გამსვლელი 10 გუნდის ვინაობა. ვაკანტური 5 ადგილის ბედი სწორედ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებმა უნდა გადაწყვიტოს და აღნიშნული ტურის გასცემს პასუხს თუ რა ადგილებით გავლენ გუნდები 1/8 ფინალში.
მთავარი ამბები ა ჯგუფში უნდა განვითარდეს, სადაც პლეიოფში თამაში მხოლოდ მფკ ტატიშვილს აქვს განაღდებული. „მედიკოსები“ ბოლო ტურში „ქლინინგ სერვის გრუპს“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც მინიმუმ ერთი ქულა ესაჭიროება მომდევნო ეტაპზე თამაშის გასანაღდებლად, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ისინი წაგების შემთხვევაშიც აღმოჩნდნენ პლეი ოფში.
საკუთარი მატჩების მოგების შემთხვევაში 1/8 ფინალში ითამაშებენ ევროკრედიტი და მფკ პალერმო, რომლებიც შესაბამისად აუტსაიდერებს, თიბისი ფეის და კრედო ქვემო ქართლს დაუპირისპირდებიან.
ყველა კითხვას, კვირას გასამართი ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა გასცემსპასუხს. ბიბლუსისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება ყოველ მხრივ საინტერესოა: თუკი ბიბლუსს ერთი ქულაც აძლევს ხელს, „ძალოვნებს“ შესაძლოა მხოლოდ გამარჯვებაც არ ეყოთ, არამედ ეს მათ მინიმუმ 5 ბურთის სხვაობით უნდა მოახერხონ. მაგრამ, თუ შაბათს მფკ ტატიშვილი ქლინინგს სერვის გრუპს დაამარცხებს, სდსს 3 ქულით და ბურთების უკეთესი სხვაობით პლეიოფში გამსვლელ ხუთეულში მოხვდება.
რაც შეეხება ბ ჯგუფს, აქ მხოლდო ერთი საგზურის ბედია გასარკვევი და ეს ყოველივე შაბათს გახდება ცნობილი. მთავარი დაპირისპირება მცხეთის „გუჯარსა“ და მედიქლაბჯორჯიას შორის შედგება. გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი პლეიოფში ითამაშებს. თუკი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ეს ყველაზემეტად ჯო ენსაძლევს ხელს, რომელსაც თავის მხრივ ჯგუფის ლიდერის კასპის „გენერალის“ დამარცხება მმართებს. სხვა შემთხვევაში მცხეთელებს „მედიკოსებთან“ ყაიმიც მომდევნო ეტაპზე გაიყვანს. კვირას გასამართი შეხვედრები კი უკვე ბ ჯგუფის საუკეთესო ხუთეულის თანმიმდევრობას დაალაგებს.
02 – 03.05.2015.ბრინჯაოს ლიგა. IX ტური.
ა ჯგუფი
12:00 მერია – BP 2 14:00 კრედო (ქვ. ქართლი) – MFC PALERMO 15:00 ევროკრედიტი – TBC Pay 19:00 CSG – მფკ ტატიშვილი 03.05.2015 13:00 ბიბლუსი – სდსს
|
ბ ჯგუფი
16:00 ჯო ენი – გენერალი (კასპი) 17:00 გუჯარი (მცხეთა) – მედიქლაბჯორჯია
03.05.2014 12:00 საქართველოს ფოსტა – ბაქსვუდი 2 14:00 პალიტრა მედია – VIVUS.GE
|
შაბათს, კიდევ ორი პრინციპული და საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის 1/2 ფინალში ერთმანეთის პირისპირ, ერისთავი-ევროპაბეთი და საქართველოს ბანკი – ბი პი ჯორჯია წარსდგებიან. ფინალისტების ვინაობა ერთ მატჩიან დუელში უნდა გაირკვეს. ცნობისათვის, ამ ოთხეულიდან ეს ტიტული მხოლოდ ბი პი-ს აქვს მოპოვებული 2012-13 წ.წ სეზონში, ერისთავსა და საქართველოს ბანკს ფინალში არასოდეს უთამაშიათ, რაც შეეხება ევროპაბეთს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი ამ გუნდისთვის სადებიუტოა.
02.05.2015. თასი. 1/2 ფინალი
13:00 ერისთავი – ევროპაბეთი
18:00 საქართველოს ბანკი – BP GEORGIA
კვირას, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი ახალი გათამაშება აიღებს სტარტს – „გაერთიანებული ლიგა“, რომელშიც 6 დებიუტანტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კნაუფი, Travelcamp Georgia, კაზინო „შანგრილა“, ჯიპიაი ჰოლდინგი, გორგია და რუსთავის მერია ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ოთხი საუკეთესო პლეიოფში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც მათ ბრინჯაოს ლიგაში 6-7 ადგილებზე გასული ოთხეული შეუერთდება. 3 მაისს, პირველი ტურის ერთი შეხვედრა გაიმართება.
03.05.2015. გაერთიანებული ლიგა. I ტური
17:00 კნაუფი – Travelcamp Georgia
კვირას, სუპერლიგის XIV ტურის შეხვედრებიც გაიმართება. პლეიოფში მოსახვედრი შანსების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი დაპირისპირებები ელით საქართველოს უნივერსიტეტს და ს.კ ჯვაროსნებს. „სტუდენტები“ მეოთხე ადგიზლე მყოფ პროგრეს ბანკს დაუპირისპირდებიან, ხოლო „ჯვაროსნებს“მფკ ნატახტართან ელით მძიმე ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ წრეში გამართული შეხვედრა ჯვაროსნების გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.
03.05.2015. სუპერლიგა. XIV ტური
15:00 DHL – დინამო (ბთ)
18:00 UG – პროგრეს ბანკი
19:00 ს.კ ჯვაროსნები – მფკ ნატახტარი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური