SBM LEAGUE 2014/15: ლიგა პრინციპული შეხვედრებით განახლდება
აღდგომის დღესასწაულით გამოწვეული პაუზის შემდეგ, 18-19 აპრილს ბიზნესის ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიცულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.
შაბათს, ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ მეშვიდე ტურის შეხვედრებს.
ა ჯგუფში ტურის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართება, ჯგუფის ლიდერი მფკ ტატიშვილი, მეორე ადგილზე მყოფ ბიბლუსს დაუპირისპირდება. ასევე საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი მფკ პალერმოსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს შორის. ძალოვნებისთვის ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. საპლეიოფო ხუთეულისთვის ბრძოლაში პრინციპული მატჩი ელის თბილისის მერიას, რომლის მეტოქეც ევროკრედიტი იქნება. რაც შეეხება ჯგუფის კიდევ ორ დაპირისპირებას, „ქლინინგ სერვის გრუპი“ბი პი 2-თან ითამაშებს, ხოლო ჯგუფის ორი აუტსაიდერი თიბისი ფეი და ქვემო ქართლის კრედო, ერთმანეთთან შეეცდებიან პირველი გამარჯვების მოპოვებას.
არანაკლებ პრინციპული და დაძაბული შეხვედრებია მოსალოდნელი ბ ჯგუფში. თამამად შეიძლება ტურის ცენტრალურ შეხვედრად კიდევ ორი დაპირისპირება მოვნათლოთ: მეორე ადგილოსანი საქართველოს ფოსტა ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ პალიტრას დაუპირისპირდება, მეოთხე ადგილზე მყოფი VIVUS.GEკი მეხუთე საფეხურზე მყოფ მცხეთის „გუჯართან“ გაარკვევს ურთიერთობას. პლეიოფში მოსახვედრად აუცილებელი ქულებისთვის იბრძოლებენ „მედიკოსები“ -მედიქლაბჯორჯია ბოლო ადგილოსანმეგაკოს ეთამაშება, ხოლო ჯო ენიბაქსვუდი 2-ს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჯგუფის ლიდერს, კასპელი „გენერლები“ აუტსაიდერ კარფურთან კვირას, 19 აპირლს ითამაშებენ.
18.04 – 19.04.2015. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური.
ა ჯგუფი
11:00 MFC PALERMO – სდსს
12:00 CSG – BP 2
13:00 ევროკრედიტი – მერია
14:00 კრედო (ქვემო ქართლი) – TBC Pay
19:00 ბიბლუსი – მფკ ტატიშვილი ბ ჯგუფი
15:00 გუჯარი (მცხეთა) – VIVUS.GE
16:00 ჯო ენი – ბაქსვუდი 2
17:00 მედიქლაბჯორჯია – მეგაკო
18:00 პალიტრა მედია – საქართველოს ფოსტა
19.04.2015
18:00 კარფური – გენერალი (კასპი)
კვირას, 19 აპრილს ცერცვაძის სახელობის აკადემიის დარბაზი ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდებს დაეთმობათ.
ვერცხლის ლიგაში წრიული ეტაპის ბოლო ტურის სამი მატჩი გაიმართება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატჩი ელის ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს, რომელიც რუსთავი 2-ს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფის საგზურს გაინაღდებს. საუკეთესო რვიანში მოსახვედრად ბოლოჯერ გაიბრძოლებს საქრუსენერგო, რომლის მეტოქეც ვითიბი 2 იქნება, თუმცა როგორც ავღნიშნეთ, თუკი ტატიშვილი სამ ქულას მოიპოვებს, „ენერგეტიკოსების“ მცდელობა ნებისმიერ შემთხვევაში ამაო იქნება. რეგულაური სეზონის პირველ ადგილზე დასასრულებლად საქართველოს ბანკი 2-ს ბაქსვუდთან სამი ქულის მოპოვება მართებს.
რაც შეეხება ტურის დარჩენილ სამ შეხვედრას, 26 აპრილს საბოლოოდ გაირკვევა თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეიოფში.
19.04.2015. ვერცხლის ლიგა. XIII ტური
12:00 რუსთავი 2 – ტატიშვილი
17:00 ბაქსვუდი – საქართველოს ბანკი 2
19:00 ვითიბი ბანკი 2 – საქრუსენერგო
ტრადიციულად საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი სუპერლიგაში. წრიული ეტაპის დარულებამდე 6 ტურით ადრე, საპლეიოფო ზონასა და დანარჩენ გუნდებს შორის არსებული სხვაობიდან გამომდინარ,ე ქვედა ეშელონის გუნდებისთვის ყველა ტურს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ სწორედ გამოსარჩევია მფკ ნატახტარი – საქართველოს უნივერსიტეტი და ბათუმის „დინამო“ – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაპირისპირებები. „სტუდენტებსა“ და ტტც-ს 10-10 ქულა აქვთ და 11 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ პროგრეს ბანკს, შესაბამისად ამ მატჩებში სამი ქულის მოპოვება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თავის მხრივ პლეიოფში მოსახვედრი მცირე შანსები აჭარლებსაც აქვთ და ისინიც თითოეული ქულისთვის გამეტებით ბრძოლობენ. ამაზე ყველაზე მეტად ორი ტურის მათ მიერ შსს-ს ძლევა მეტყველებს. 13 ქულით ოთხეულთან ყველაზე ახლოს მყოფი ს.კ ჯვაროსნები, ამ ტურში ისვენებენ. სატურნირო ცხრილის ლიდერი, შსსაუტსაიდერDHL-ს დაუპირისპირდება. ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, პროგრეს ბანკსა და FC PSP-ს შორის, რომელიც უდაოდ ცენტრალური უნდა ყოფილიყო, გუნდების ორგანიზატორთან შეთანხმებით გადაიდო. ამ მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
19.04.2015. სუპერლიგა. XIII ტური
13:00 შსს – DHL GEORGIA
14:00 დინამო (ბთ) – FC TTC
15:00 მფკ ნატახტარი – UG
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური