SBM LEAGUE 2014/15: ოქროს ლიგაში 1/2 ფინალისტები გაირკვევა

თარიღი: აპრილი 25, 2015

25-26 აპრილს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლებს.

აპრილის ბოლო შაბათ-კვირა, ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ლიგის გუნდებს დაეთმობათ.

ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა, მერვე ტურის შეხვედრები გაიმართება ბრინჯაოს ლიგაში, რომელიც დიდ წილად მოჰფენს ნათელს წინა საპლეიოფო „გაურკვევლობას“.

ა ჯგუფში, ხუთი საპლეიოფო ადგილისათვის პრეტენზიას,ერთბაშად შვიდი გუნდი აცხადებს, რომელთაგან გაცილებით კარგი სიტუაცია ცხრილის ლიდერებს, ბიბლუსსა და მფკ ტატიშვილს აქვთ. გამარჯვების შემთხვევაში ორივე მათგანი ვადაზე ადრე გაინაღდებს მომდევნო ეტაპზე თამაშს. ბიბლუსის მეტოქე  ხუთეულში მყოფი მფკ პალერმოა, რომელსაც ასევე ჰაერივით ესაჭიროება ქულები. „მედიკოსები“  კი აუტსაიდერ კრედო-ქვემო ქართლს დაუპირისპირდებიან. არის შანსიც, რომ შესაბამისი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ორივე მათგანს ქულაც ეყოს პლეიოფში გასასვლელად. უაღრესად პრინციპული დაპირისპირება გაიმართება თბილისის მერიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდებს შორის. ორივე მათგანისთვის საჭირო შედეგი მოგებაა. მარცხის შემთხვევაში, „დედაქალაქელები“ ფაქტიურად დაემშვიდობებიან პლეიოფში გასვლის შანსს, „ძალოვნებს“ კი ბოლო ტურის გარდა, თადარიგში ერთი გამოტოვებული შეხვედრა დარჩებათ, სადაც 100%-იანი შედეგის ჩვენება მოუწევთ. 3-3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეთ ევროკრედიტსა და ქლინინგ სერვის გრუპს. ეს უკანასკნელი თიბისი ფეისთან ითამაშებს, ხოლო ევროკრედიტი ბი პი 2-თან გაარკვევს ურთიერთობას.

არანაკლებ დაძაბული ვითარებაა ბ ჯგუფშიც. პლეიოფის საგზური ოფიციალურად მხოლოდ კასპის „გენერალს“ აქვს მოპოვებული, რომელიც 19 ქულით ერთიპიროვნული ლიდერია. კასპელები ამ ტურში რეგიონის კიდევ ერთ წარმომადგენელს, მცხეთის „გუჯარს“ დაუპირისპირდებიან, რომლისთვისაც ამ მატჩში გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში მცხეთელების გასვლა-არგასვლის საკითხი მხოლოდ მათზე აღარ იქნება დამოკიდებული. დიდი ალბათობით პლეიოფში თამაშს ვადაზე ადრე გაინაღდებს საქართველოს ფოსტაც, რომლის მეტოქეც უიმედო აუტსაიდერი მეგაკოა. კიდევ ერთი ფავორიტ-აუტსაიდერის დაპირისპირება შედგება პალიტრასა და ბაქსვუდი 2-ს შორის. პლეიოფში გასვლის შანსის ბოლომდე გამოყენებას ეცდება მედიქლაბჯორჯია. „მედიკოსები“ ამ ტურში კარფურს ეთამაშებიან და ხუთეულში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად, ამ შეხვედრის აუცილებლად მოგება მართებთ. რაც შეეხება კიდევ ერთ პრინციპულ და ცენტრალურ დაპირისპირებას, VIVUS.GE-სა და ჯო ენს შორის, იგი კვირას გაიმართება და ბოლო ტურის წინ შექმნილ ვითარებას საბოლოოდ წარმოაჩენს.

25-26.04.2015. ბრინჯაოს ლიგა. VIII ტური.

ა ჯგუფი

12:00 BP 2 – ევროკრედიტი

13:00 სდსს – მერია

14:00 TBC Pay – CSG

16:00 მფკ ტატიშვილი-კრედო-ქვ. ქართლი

18:00 MFC PALERMO – ბიბლუსი

ბ ჯგუფი

11:00 მეგაკო – საქართველოს ფოსტა

15:00 გენერალი (კასპი) – გუჯარი (მცხეთა)

17:00 მედიქლაბჯორჯია – კარფური

19:00 ბაქსვუდი 2 – პალიტრა მედია

26.04.2015

15:00 VIVUS.GE – ჯო ენი

რაც შეეხება კვირას გასამართ შეხვედრებს.

ვერცხლის ლიგის წრიულ ეტაპს ბოლო, მეცამეტე ტურის დარჩენილი სამი დაპირისპირება დაასრულებს. უკვე გარკვეული ის რვა გუნდი, რომელიც პლეიოფში განაგრძობს თამაშს, თუმცა მთავარიინტრიგა გუნდების საბოლოო სატურნირო მდგომარეობაა, რის მიხედვითაც უნდა გაირკვეს კიდეც 1/4 ფინალური წყვილები. ცნობილია ისიც, რომ პირველ ადგილს ვერავინ შეედავება საქართველოს ბანკი 2-ს რომელმაც რეგულარული სეზონი წინა კვირას, ბაქსვუდის დამარცხებით (2-1) დაასრულა. წრიულის ბოლო სათამაშო დღეს საუკეთესო რვიანის ოთხი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. ცხრილში მეორე ადგილისთვის კრედო და სნიკერსი ითამაშებენ. ზედა სამეულში მოხევდრის კარგი შანსი აქვს „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდსაც, რომელიც „სეზონის საუკეთესო გარდასახვის“ ტიტულის მფლობელს, ბანკ რესპუბლიკას დაუპირისპირდება. ტურს ბი პი ჯორჯიასა და პროკრედიტ ბანკის დაპირისპირება დაასრულებს.

26.04.2015. ვერცხლის ლიგა. XIII ტური

12:00 ბანკი რესპუბლიკა – GWP

13:00 კრედო – სნიკერსი

14:00 პროკრედიტ ბანკი – BP GEORGIA

სათამაშო „უიქ ენდს“ ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები დაასრულებს. ოთხიდან ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ფაქტიურად გარკვეულია. GM ჭიათურამ პირველ დაპირისპირებაში 8-0 გაანადგურა ბორჯომი და განმეორებითი დუელი ფორმალობად აქცია. ასევე მოულოდნელად დიდი ანგარიშით შეძლო ნატახტარმაერისთავის დამარცხება 5-1 და „იურისტებს“ მხოლოდ სასწაულის იმედი უნდა ქონდეთ. მცირეთი, თუმცა მაინც უპირატესობით ხვდება ევროპაბეთივითიბი ბანკთან განმეორებით დაპირისპირებას. „ბუკმეიკერებმა“ 3-1 სძლიეს პირველ შეხვედრაში  „ბანკირებს“. მთავარი საპლეიოფო გარჩევა კი „საბანკო დერბიში“ შედგება: საქართველოს ბანკისა და პრივატ ბანკის სამი კვირის წინანდელი დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა და ნახევარფინალში გამსვლელის ბედი ამ შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს.

26.04.2015. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (განმეორებითი)

16:00 GM ჭიათურა – ბორჯომი  (8-0)

17:00 ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი (1-3)

18:00 საქართველოს ბანკი – პრივატბანკი (1-1)

19:00 ნატახტარი – ერისთავი  (5-1)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge,

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ “ნაპოლის” ფეხბურთელები, როცა მათ კონტრ-შეტევის შანსი ჰქონდათ (ვ

7 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია “სოჭისთან” საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

რუსული პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ყაზანის “რუბინი” “სოჭის” ესტუმრა და 1-1 ითამაშა. მე-2 ნახევარში მოედანზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოაკინმა დი სტეფანოს რეკორდი დაამხო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-16 ტურში “ბეტისმა” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა....
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილმა “საბურთალო” დატოვა

თბილისის “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი დატოვა. ჭიაბრიშვილმა დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ისტორიაში პირველად თბილისის “საბურთალო” გახდა. “საბურთალო” ჯერ კოხრეიძ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძემ საქართველოს თასის ფინალში საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

საქართველოს თასის ფინალში, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსიც” დამარცხდა – ევროპის TOP 5 ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი არ დარ

7 დეკემბერს სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა შედგა რომის “ლაციოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი: “ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ საკუთარი, ქუსლით გატანილი გოლი შეაფასა. 32 წ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე: “დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მამხნევებდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმისაგან გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე და “გენტის” ფანები მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)

7 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. 20 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შჩესნის ორმაგი სეივი “ლაციოსთან” მატჩში (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “ლაციოსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში, 79-ე წუთზე ვოიცეხ შჩესნიმ ჩირო იმობილეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “ბარსელონას” მიზანი ექვსი ტიტულის მოგებაა, რაც ათი წლის წინ შევძელით

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, გუნდის მიზნებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედესკო: “ანანიძის თემა დახურულია”

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ ჯანო ანანიძესა და ლორენსო მელგარეხოს ინცინდენტის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილ მარცხზე

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მანჩესტერულ დერბიში განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა! (ვიდეო)

7 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე-ვარეგემი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. [&helli...
წაკითხვა