SBM LEAGUE 2014/15: ოქროს ლიგაში პლეიოფები იწყება

თარიღი: აპრილი 4, 2015

4 და 5 აპრილს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია, ტრადიცულად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს უმასპინძლებს. ბრინჯაოს ლიგის მეექვსე ტურის და ვერცხლის ლიგის მეთორმეტე ტურის გარდა, პირველი საპლეიოფო დაპირისპირებები გაიმართება ოქროს ლიგაში.

ბრინჯაოს ლიგის VI ტურის ათი მატჩიდან, ცხრა შაბათს ჩატარდება.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება, ა ჯგუფის ლიდერებს შორის შედგება. მფკ ტატიშვილიდა მფკ პალერმო უძლიერესის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ. სატურნირო თვალსაზრისით, უმიშვნელოვანესია ასევე V-VII ადგილებზე მყოფი ევროკრედიტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება. ამ ტურის წინ გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულას შეადგენს, თუმცა ძალოვნებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება ა ჯგუფის ხუთეულის კიდევ ორ ბინადარს, ბიბლუსი თიბისი ფეისთან შეეცდება მორიგი 3 ქულის მოპოვებას, ხოლო ქლინინგ სერვისი,თბილისის მერიასთან გაარკვევს ურთიერთობას.

ბ ჯგუფში კვირას გასამართ შეხვედრებში ერთმანეთს ზედა და ქვედა ხუთეულის გუნდები დაუპირისპირდებიან. ერთპიროვნული ლიდერი, კასპის „გენერალი“ ხუთეულში მოხვედრის პრეტენდენტს, მედიქლაბჯორჯიას შეხვდება. ჯგუფის აუტსაიდერებს დაუპირისპირდებიან ვივუსი დაპალიტრა, შესაბამისად კარფურსა და მეგაკოს, ხოლო მცხეთის „გუჯარი“ სამ მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ბაქსვუდი 2-თან შეეცდება. ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება კი კვირას შედგება, გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი საქართველოს ფოსტა, ლიგის „აღმოჩენას“, ჯო ენის კლინიკის გუნდს დაუპირისპირდება.

04.04 – 05.04. 2015.ბრინჯაოს ლიგა.VI ტური.

ა ჯგუფი

13:00 BP 2 – კრედო (ქვემო ქართლი)

14:00 TBC Pay – ბიბლუსი

15:00 მერია – CSG

16:00 სდსს – ევროკრედიტი

19:00 მფკ ტატიშვილი – MFC PALERMO

 

ბ ჯგუფი

11:00 გენერალი – მედიქლაბჯორჯია

12:00 მეგაკო – პალიტრა მედია

17:00 ბაქსვუდი 2 – გუჯარი (მცხეთა)

18:00 VIVUS.GE – კარფური

05.04.2015

14:00 საქართველოს ფოსტა – ჯო ენი

 

 

კვირის სათამაშო დღეს, ვერცხლის ლიგის XII ტურის შეხვედრები გახსნის. წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, გასარკვევია თუ რომელი გუნდი დაასრულებს „საპლეიოფო რვიანის“ დაკომპლექტებას და როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4 ფინალში.

მორიგი სამი ქულის მოპოვების რეალური შანსები აქვთ ბი პი ჯორჯიასა და კრედოს, რომლებიც შესაბამისად, ივერიაბეთსა და პროკრედიტ ბანკს დაუპირისპირდებიან. მეტ ნაკლებად პრინციპული შეიძლება აღმოჩნდეს ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა და ბაქსვუდის დაპირისპირებაც, ვინაიდან ეს უკანასკნელი პლეიოფში გასვლის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს და შესაბამისად ამ მატჩის მოგებას სასიცოცხლო მნივნელობა ენიჭება.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურის ორი დაპირისპირება წინა კვირას გაიმართა. პლეიოფში მოსახვედრად, ბანკმა რესპუბლიკამ უმნიშვნელოვანესი დუელი მოუგო საქრუსენერგოს (6-2) და 1/4 ფინალში მოხვედრა გაინაღდა.

05.04.2015. ვერცხლის ლიგა. XII ტური

11:00 BP GEORGIA – ივერიაბეთი

12:00 კრედო – პროკრედიტ ბანკი

18:00 GWP – ბაქსვუდი

კვირა დღის მთავარი ინტრიგა კი ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებია. რეგულარული სეზონი ყველაზე ადრე სწორედ აღნიშნულ ლიგაში დასრულდა და ახლა გუნდები უკვე საჩემპიონო გზას დაადგებიან. ორ რაუნდიან დაპირისპირებებში, გამოკვეთილი ფავორიტ-აუტსაიდერი მხოლოდ ერთ წყვილში შეიძლება გამოვყოთ. რეგულარულის გამარჯვებული, GM ჭიათურა, ლიგის ბოლო ადგილოსანს ბორჯომს დაუპირისპირდება. დანარჩენ სამ დუელში კი წინასაწარი პროგნოზით საბოლოო გამარჯვებული განმეორებით შეხვედრებში უნდა გამოვლინდეს.

05.04.2015. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი

13:00 ნატახტარი – ერისთავი

15:00 GM ჭიათურა – ბორჯომი

16:00 საქართველოს ბანკი – პრივატბანკი

17:00 ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი ECCO. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დეპაიმ “ნიმს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატში, “ნიმსა” დ “ლიონს” შორის მიმდინარე მატჩის 64-ე წუთზე მემფის დეპაიმ მასპინძელთა კარში ულამაზესი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “კრიშტიანუს, დიბალასა და იგუაინს ერთად ვერ ვათამაშებთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, გუნდში სელექციასთან არსებულ პრობლემებზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი “რეალის” ვარჯიშზე გოლფის მოძრაობებს იმეორებდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკეთებს გარეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო მარტინესი: “აზარი ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავ ედენ აზართან მაიკლ ჯორდანი გააიგივა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდის კონტრაქტში არსებულ ფარულ პუნქტზე ინფორმაცია გავრცელდა

“ზალცბურგის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ავსტრიული კლუბი დატოვოს. ამ ინფორმაციას გერმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნა

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონურ კლუბს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის გოლები ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მარტივად გააქვს ლიონელ მესის გოლები ვარჯიშზე. Ahah wtf […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თაუნსენდი: “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ვიყავი, ერთ ღამეში 55000 ევრო წავაგე̶

“კრისტალ პალასის” გარემარბმა, ანდროს თაუნსენდმა განაცხადა, რომ ერთ დროს ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო. 28 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიზისი გრძელდება: “არსენალი” შინ “ბრაიტონთან” დამარცხდა

პრემიერ ლიგის მე-15 ტური ლონდონის “არსენალისა” და “ბრაიტონის” დაპირისპირებამ დახურა. უნაი ემერის განთავისუფლების შემდეგ “...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გავიდა “შეფილდი” – “ნიუკასლის” მატჩში (

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “შეფილდ იუნაიტედსა” და “ნიუკასლს” შორის მიმდინარე მატჩში საინტერესო რამ მოხდა. 70-ე წუთზე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორც ცდილობდა ვან დეიკი კინისათვის ხელის შეშლას (ვიდეო)

4 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო და მეტოქე 5:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრაუჩი: “სალაჰი გარემარბიდან ეგოისტ თავდამსხმელად გარდაიქმნა”

“ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, მერსესაიდულ დერბიში “ენფილდელების” გამარჯვების (5:2) შემდეგ მოჰამედ სალაჰი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეო მესი: “სირცხვილია, სადიო მანე მხოლოდ მეოთხე ადგილზე რომ გავიდა”

კარიერაში მეექვსე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ლეო მესი, რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გასულ სადიო მანეს გამოექომაგა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “მაისურებზე დატანილი წარწერებით პრობლემა არ გადაიჭრება”

ბოლო დროს მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებით გამწვავდა რასიზმთან დაკავშირებული პრობლემა, რასაც მმართველი ორგანიზაციები ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებენ....
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანელები და გერმანელები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან

26 მარტს ესპანეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა შორის ამხანაგური შეხვედრა ჩატარდება. მატჩი მადრიდის “ატლეტიკოს” სტადიონ […]...
წაკითხვა