SBM LEAGUE 2014/15: საინტერესო შაბათ-კვირა ლიგაში
გასულ უქმეებზე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა. ზამთრის ბოლო დღეს, სტარტი აიღო ბრინჯაოს ლიგის გათამაშებამ, კვირას კი ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის მეათე ტურის მატჩები ჩატარდა. ორივე სათამაშო დღეს, ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.
წლევანდელ ბრინჯაოს ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 95% ჩემპიონატის დებიუტანტია. ა და ბ ჯგუფში გადანაწილებულმა გუნდებმა წრიული ეტაპის I ტურის მატჩები გამართეს. მიუხედავად გათამაშების სტარტისა, შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
პირველები პარკეტზე თიბისი ფეისა და თბილისის მერიის გუნდები გავიდნენ. თანაბარ შეხვედრაში გამარჯვება „დედაქალაქის მმართველებს“ დარჩათ, 3-1.
სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა ა ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება, მფკ ტატიშვილსა და ევროკრედიტს შორის, რომელიც საბოლოოდ ლოგიკური ანგარიშით, ფრედ 2-2 დასრულდა.
ყველაზე უხვგოლიანი და „იოლი“ ბიბლუსისა და კრედო-ქვემო ქართლის გუნდების შეხვედრა გამოდგა, რომელშიც „გამომცემლებმა“ 12-1 სძლიეს მეტოქეს.
ამავე ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება, კვირას გაიმართა. ვეტერანი ფეხბურთელებით (დავით სოლოღაშვილი, ზაალ ჩიტალაძე, პაატა ბარნოვი, ანდრო მიზანდარი, ზაზა ჯანაშია) დაკომპლექტებულმა მფკ პალერმომ, მინიმალური სხვაობით,2-1 სძლია „ქლინინგ სერვის გრუფის“ გუნდს.
რაც შეეხება ბ ჯგუფს. იმთავითვე ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიჩნეულმა vivus.ge-სა და საქართველოს ფოსტის დაპირისპირებამ გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. მატჩი საბოლოოდ „ფოსტალიონების“ გამარჯვებით, 3-4 დასრულდა.
წარმატებული დებიუტი ქონდათ რეგიონების წარმომადგენლებს. კასპის „გენერალმა“ 2-0 სძლია პალიტრა მედიას, ხოლო მცხეთის „გუჯარმა“3-0 დაამარცხა კარფური.
პირველი სამი ქულა ჩაიწერა ბაქსვუდი 2-მა, რომელმაც მეგაკოს მისივე მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თვალწინ, ბოლო წუთებზე დაათმობინა გამარჯვება, 2-1.
„მედიკოსთა“ დერბიში, მედიქლაბჯორჯიამ2-0 სძლია ჯო ენის კლინიკას.
შეგახსენებთ, რომ წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა 5-5 საუკეთესო გუნდი, რომელიც პლეიოფში ვერცხლის ლიგიდან გამოვარდნილ 6 გუნდთან ერთად განაგარძობს ბრძოლას ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის.
ბრინჯაოს ლიგა. I ტური
A GROUP
28.02.2015 TBC Pay – მერია 1-3 მფკ ტატიშვილი – ევროკრედიტი 2-2 ბიბლუსი – კრედო-ქვემო ქართლი12-1 01.03.2015 MFC PALERMO – CSG2-1
|
B GROUP
28.02.2015 ბაქსვუდი 2 – მეგაკო 2-1 VIVUS.GE – საქართველოს ფოსტა 3-4 გენერალი (კასპი) – პალიტრა მედია2-0 მედიქლაბჯორჯია – ჯო ენი 2-0 კარფური – გუჯარი (მცხეთა) 0-3 |
კვირა დღე, სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდებს დაეთმოთ.
სუპერლიგაში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა და მოულოდნელი ანგარიშებიც დაფიქსირდა. პირველ რიგში აღსანიშნავია შარშანდელი ჩემპიონ-ფინალისტის მფკ ნატახტარისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაპირისპირება, სადაც ნატახტარმა 10-0 (!) გაანადგურა მეტოქე.
დიდი ანგარიშით, 6-0 აჯობა ს.კ პსპ-მ საქართველოს უნივერსიტეტს. მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს „ფარმაცევტების“ კაპიტანი გივიკო კაციტაძე, რომელსაც მძიმე ტრამვის გამო ოპერაციის გადატანა მოუხდა და საკუთარ გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.
წინა ტურში შერცხვენის შემდეგ, კვლავ გაიბრწყინა „ვარსკვლავურმა“ პროგრეს ბანკმა. „კალაძე და კომპანია“ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ალექსანდრე იაშვილის ჰეთ თრიკით და კახა კალაძის გოლით, 4-2 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ აჭარლები თავდაპირველად 2-0 იგებდნენ.
ს.კ ჯვაროსნებმა კი ჩემპიონატის აუტსაიდერDHL-თან დაკარგა ქულები. ფრე, 1-1.
სატურნირო ცხრილში ზედა ოთხეული უცვლელია. პირველ ადგილს 22 ქულით შსს იკავებს, მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს პსპ-ს. ხოლო მფკ ნატახტარი და პროგრეს ბანკი 17-17 ქულით 3-4 ადგილებს იყოფენ. 5-6 ადგილზე მყოფი საქართველოს უნივერსიტეტი და ს.კ ჯვაროსნები 7-7 ქულით ჩამორჩებიან საპლეიოფო ზონას.
01.03.2015. სუპერლიგა. II წრე. I ტური
PSP – UG 6-0
დინამო (ბთ) – პროგრეს ბანკი 2-4
FC TTC – მფკ ნატახტარი 0-10
DHL GEORGIA – ს.კ ჯვაროსნები 1-1
სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17, რევაზ ინჯგია (შსს) – 14, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 12
ვერცხლის ლიგაში X ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. მოლოდინისამებრ იმარჯვა ჩემპიონატის ლიდერმასაქართველოს ბანკი 2-მა, რომელმაც ივერიაბეთს მოუგო იოლად, 8-1.
მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში სნიკერსმაცსაქრუსნერგოს ძლევით – 7-4.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა ბაქსვუდმა ბრძოლაში, 2-1.
01.03.2015. ვერცხლის ლიგა. X ტური
კოლიერსი – ვითიბი ბანკი 2 0-3 (ტ.მ)
საქართველოს ბანკი 2 – ივერიაბეთი 8-1
ტატიშვილი – ბაქსვუდი 2-1
საქრუსენერგო – სნიკერსი 4-7
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge, სპორტული ჟურნალი OFFSIDE და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური