SBM LEAGUE 2014/15: სეზონი ოქროს ლიგაშიც განახლდა

თარიღი: თებერვალი 9, 2015

8 თებერვალს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. ოქროს ლიგაში სეზონი VII ტურის დაპირისპირებებით განხლდა, ხოლო ვერცხლის ლიგაში წინა კვირას დაწყებული VIII ტური დასრულდა.

ოქროს ლიგის სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი ყავს. ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის გუნდმა აუტსაიდერი ბორჯომი დაამარცხა 3-1 და 13 ქულით ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა. მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება მოახერხა საქართველოს ბანკმა, რომელმაც ერისთავს 4-1 სძლია. ტურის ცენტრალური შეხვედრა ვითიბი ბანკსა და ევროპაბეთს შორის გაიმართა, რომელიც უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ „ბუკმეიკერების“  გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. ამრიგად პირველ ადგილზე მყოფ ჭიათურელებს ერთი ქულით ჩამორჩება ნატახტარი, ხოლო 3-4 ადგილებს 9-9 ქულით ვითიბი და ევროპაბეთი იყოფენ.

08.02.2015. ოქროს ლიგა. VII ტური

ბორჯომი – GM ჭიათურა 1-3

გოლი: ჩაჩიბაია – გოგიბერაშვილი, კიკვიძე (2)

საქართველოს ბანკი – ერისთავი  4-1

გოლები: გვალია, ჯოხაძე (2), გოგიტიძე – კვანტალიანი

ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი 1-2

გოლები: ბუსხრიკიძე – მამარდაშვილი (7მ), ლუკავა

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 10, ირაკლი ფირანიშვილი (პრივატ ბანკი) – 8

ვერცხლის ლიგის VIII ტურის დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა. გოლების სიჭარბე ძირითადად ორ შეხვედრაში დაფიქსირდა. სნიკერსმა 13-2 მოუგო რუსთავი 2-ს, ხოლო ბანკი რესპუბლიკის გუნდმა, სარეკორდო სხვაობით, 16-0 (!!!) „აჯობა“ კოლიერსს. შედარებით „მოკრძალებული“ გამარჯვება მოიპოვა ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა, რომელმაც 6-2 სძლია პროკრედიტ ბანკს. ამ სამი შეხვედრისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა ორი ფავორიტის, ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერისა და ბი პი ჯორჯიას დაპირისპირება. მიუხედავად ცუდი სტარტისა, „მენავთობეებმა“ მაინც მოახერხეს მატჩის სათავისოდ დასრულება და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი კიპერის, ნიკა ბუდაღაშვილის და შემტევის, უჩა ხმალაძის თამაში.

ამრიგად 8 ტურის შემდეგ ვერცხლის ლიგაში 19 ქულით საქართველოს ბანკი -2 ლიდერობს, მას თითო-თითო ქულით ჩამორჩებიან სნიკერსი და BP GEORGIA, ხოლო კიდევ ერთი ფავორიტი GWP, 16 ქულით მეოთხეა.

08.02. 2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური

რუსთავი 2 – სნიკერსი  2-13

გოლები: ზამბახიძე, ამიროვი – მ. მენთესაშვილი (2), მგალობლიშვილი (4), ხარტონიშვილი (4), ბერიძე, ბ.მენთესაშვილი (2)

კოლიერსი – ბანკი რესპუბლიკა 0-16

გოლები: ხანდოლიშვილი (3), დიასამიძე (2), ბერულავა, სეფერთელაძე, გვასალია (3), ზერეკიძე (5), თეთრაძე

GWP – BP GEORGIA 1-2

გოლები: აფციაური (7მ) – ხმალაძე (2)

ტატიშვილი – პროკრედიტ ბანკი 6-2

გოლები: პირველი (3), ცაგარელი, კურცხალია, როჭიკაშვილი – სმინშჩიკოვი, ჩაუჩიძე

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 18, ლევან ჩიხრაძე (კრედო), გიორგი აფციაური (GWP) – 17, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი), დავით ზერეკიძე (ბანკი რესპუბლიკა) – 16

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისი: “პირველ რიგში, ნახევარფინალურ შეხვედრაზე უნდა ვკონცენტრირდეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის ფლეი-ოფის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სლოვაკი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “99 პროცენტია იმის შანსი, რომ რონალდუმ “ატალანტასთან” არ ითამაშოს&

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ატალანტასთან” გასამართ მატჩშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრო 2020-ის ფლეი-ოფის წილისყრა გაიმართა

დღეს, 22 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. როგორც იცით, ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი: “გასულ ზაფხულს 80 კილოგრამს ვიწონიდი, მაგრამ წონაში მარტივად ვიკლებ”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, ედენ აზარმა მის წონასთან დაკავშირებულ საკითხზე L’Équipe-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა. 28 წლის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ დაემშვიდობა მაურისიო პოჩეტინო “ტოტენჰემის” ფეხბურთელებს (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ მაურისიო პოჩეტინო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიოს სახალისო კომენტარი თავისივე განცხადებაზე (ვიდეო)

ლონდონის “ტოტენჰემის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება გაახსენეს. მაშინ პორტუგალიელი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიოში

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემთან” კონტრაქტი გააფორმა, ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების სიაში მეორე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი: “პარი სენ-ჟერმენი” ჩემით ინტერესდებოდა, მაგრამ იქ არასოდეს ვითამაშებ

მადრიდის “რეალის” ბელგიელმა გარემარბმა, ედენ აზარმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მისი ტრანსფერით იყო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი “არსენალში” მუშაობაზე ფიქრობს

ინგლისის სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯოუნსი, სპორტის სახეობის შეცვლაზე ფიქრობს. ესპანელი ტაქტიკოსი თავის თავს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეშფორდი: “ოთხეულში ყოფნა “მანჩესტერ იუნაიტედს” არ დააკმაყოფილებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი ვარსკვლავი, მარკუს რეშფორდი, მიიჩნევს, რომ მხოლოდ ოთხეულში შესვლა “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” სუარესის ორ პოტენციურ შემცვლელს მიაკვლია

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები აქტიურად ფიქრობენ ლუის სუარესის შემცვლელის პოვნაზე. ცნობისთვის გეტყვით, რომ “ბლაუგრანას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

FIFA 20-ს ახალი ტურნირი დაემატა

საფეხბურთო სიმულატორ FIFA 20-ში კიდევ ერთი ტურნირი – ლიბერტადორესის თასი დაემატა. სამხრეთ ამერიკის უმთავრესი საკლუბო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების წევრი ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეთა ასეულში

უეფამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. საუკეთესო ასეულში საქართველოს ნაკრების ერთადერთი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” მოურინიოს ზამთრის ტრანსფერებისთვის ფულს არ გამოუყოფს

ბრიტანული პრესის თანახმად, “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ხელმძრვანელობა იანვრის სატრანსფერო პერიოდისთვის გუნდის ახალ მთავარ მწვრტნელ ჟოზე მოურინიოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მინო რაიოლას შეხვდა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” გადასვლასთან ახლოსაა. შვედი თავდამსხმელის აგენტი, მინო რაიოლა ოთხშ...
წაკითხვა