SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგას ლიდერი “დაუბრუნდა”
28-29 მარტს ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდრული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. ტრადიციულად ეს უქმეებიც წინას მსგავსად, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.
შაბათს ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის ცხრა შეხვედრა გაიმართა.
ა ჯგუფში ორხელისუფლებიანობა გრძელდება. მფკ პალერმომ და მფკ ტატიშვილმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. მინი ფეხბურთის ვეტერანებით და მათი მეგობრებით დაკომპლექტებულმა „როზანერომ“თიბისი ფეიდაამარცხა იოლად, 9-3. პოკერით გამოირჩა ანდრო მიზანდარი.
„მედიკოსებს“ კი გაცილებით მძიმე მატჩის ჩატარება მოუწიათ. მათი მეტოქე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახობრივი გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ „ძალოვნები“ დაწინაურდნენ, მატჩი საბოლოოდ სწორედ ტატიშვილის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
ამავე ჯგუფში კიდევ ერთი პრინციპული დაპირისპირება შედგა. მარცხიანი სტარტის შემდეგ, ქლინინგ სერვის გრუპმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ამჯერად მათი მეტოქე, ერთ-ერთი ლიდერი ევროკრედიტი გახლდათ. 4-0 – „ქლინინგის“ დამაჯერებელი გამარჯვება და ევროკრედიტის პირველი მარცხი.
იმარჯვა თბილისის მერიამ, რომელმაც აუტსაიდერ ქვემო ქართლის კრედოს სძლია 4-2, ხოლო ტურის ბოლო შეხვედრაში, რომელიც კვირას გაიმართა, ბიბლუსმა ბი პი 2 გაანადგურა, 10-2.
კიდევ უფრო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა ბ ჯგუფის ლიდერების დუელი. თავდაპირველად ჯო ენის და პალიტრის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „მედიკოსები“ ოჯერ იყვნენ წინ ორი ბურთით, თუმცა ელემენტარული უყურადღებობა ორი ქულის დაკარგვად დაუჯდათ, ფრე 3-3.
ასეთივე ანგარიშით დასრულდა, ტურის საუკეთესო დაპირისპირება, მცხეთის „გუჯარსა“ და საქართველოს ფოსტას შორის. უაღრესად მაღალ ტემპში და საინტერესოდ მიმდინარე შეხვედრაში თავდაპირველად მცხეთელები დაწინაურდნენ ორი ბურთის სხვაობით. თუმცა მათი მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მალევე შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ უკვე გუჯარის ფეხბურთელებს გაუხდათ თამაში გადასარჩენი, საბოლოოდ ლოგიკური ფრე 3-3. აღნიშვნის ღირსია, ფოსტის ფეხბურთელის ლაშა დონდოლაძის ბრწყინვალე გოლი, რომელიც ტურის საუკეთესი გოლის წოდების მთავარი პრეტენდენტია.
უშუალო კონკურენტის წაფორხილებით ისარგებლა კასპის „გენერალმა“, რომელმაც მეგაკო დაამარცხა იოლად (13-1) და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, „ფოსტალიონები“ კი ორი ქულით ჩამორჩებიან კასპელებს და მეორე ადგილზე იმყოფებიან.
ლიდერების ქულების დაკარგვით ისარგებლა VIVUS.GE-მ და მედიქლაბჯორჯიასძლევით (6-0), საპლეიოფო ხუთეულში მეოთხე ადგილზე აღზევდა.
28 – 29.03.2015. ბრინჯაოს ლიგა V ტური
ა ჯგუფი
28.03.2015 MFC PALERMO – TBC Pay 9-3 კრედო (ქვ. ქართლი) – მერია 2-4 CSG – ევროკრედიტი 4-0 მფკ ტატიშვილი – სდსს 2-1 29.03.2015 ბიბლუსი – BP 2 10-2
|
ბ ჯგუფი
28.03.2015 გენერალი (კასპი) – მეგაკო 13-1 ჯო ენი – პალიტრა მედია 3-3 მედიქლაბჯორჯია – VIVUS.GE 0-6 კარფური – ბაქსვუდი 2 5-1 გუჯარი(მცხეთა) – საქართველოს ფოსტა 3-3
|
ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) – 10, პაატა ჩახაია (ჯო ენი), ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა), ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი), ვალერი ინაშვილი (ბიბლუსი) – 9
მოლოდინისამებრ საინტერესოდ წარიმართა კვირას გამართული შეხვედრებიც.
სუპერლიგის მეთორმეტე ტური, საქართველოს უნივერსიტეტისა და ს.კ ჯვაროსნების დაპირისპირებით გაიხსნა. ნამდვილი „საფეხბურთო ტრილერი“, ჯვაროსნების გამარჯვებით, 5-4 დასრულდა.
მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ დამარცხდა ს.კ პსპ და ამჯერადაც მფკ ნატახტართან. სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში, „ფარმაცევტებმა“ პირველი წრის მსგავსად, კვლავაც 0-3 დათმეს პრინციპულ მეტოქესთან. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ მფკ ნატახტარი წინა წრისგან განსხვავებით, მეორე წრეში გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება.
როგორც გაირკვა სატურნირო ცხრილში პსპ-ს ლიდერობა ოდენ ერთ ტურიანი გამოდგა. კონკურენტის მარცხით ისარგებლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა, რომელმაც დამაჯერებლად სძლია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს, ანგარიშით 3-0 და დაკარგული ლიდერობაც დაიბრუნა.
წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით შედარებით უინტერესო, თუმცა უხვგოლიანი გამოდგა პროგრეს ბანკისა და DHL-ის დაპირისპირება, სადაც „კალაძე და კომპანიამ“ მორიგი სამი ქულა მოიპოვეს, 7-4. ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კი „ჰეთ თრიკი“ შეასრულა.
როგორც ავღნიშნეთ ზედა ოთხეულს შსს ლიდერობს 25 ქულით. 23-23 ქულით მეორე-მესამე ადგილებს მფკ ნატახტარი და ს.კ პსპ იყოფენ, პროგრეს ბანკი კი 21 ქულით მეოთხეა. საპლეიოფო ზონასთან ყველაზე ახლოს ს.კ ჯვაროსნები იმყოფება, რომელიც 8 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილოსანს. წრიული ეტაპის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი.
29.03.2015.სუპერლიგა. XII ტური
UG – ს.კ ჯვაროსნები 4-5
FC TTC – შსს 0-3
15:00 FC PSP – მფკ ნატახტარი 0-3
16:00 DHL GEORGIA – პროგრეს ბანკი 4-7
სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი), რევაზ ინჯგია (პროგრეს ბანკი) – 15
კვირასვე ვერცხლის ლიგის მეთორმეტე ტურის ორი მნიშვნელოვანი დაპირისპირებაც გაიმართა.
ორი ლიდერის, საქართველოს ბანკი 2-სა და სნიკერსის შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა. „ბანკირებმა“ უახლოეს მდევართან სამ ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და წრიული ეტაპის მოსაგებად, ბოლო ტურში არ წაგებაც ყოფნით.
პლეიოფში გამსვლელი კიდევ ერთი ადგილის ბედი უნდა გაერკვია ბანკი რესპუბლიკისა და საქრუსენერგოს დაპირისპირებას. ყველასთავის მოულოდნელად „ბანკირებმა“ იოლად, 6-2 სძლიეს მეტოქეს და პლეიოფში მოხვედრა გაინაღდეს. ბოლო, მერვე ადგილისთვის ყველაზე რეალურ შანსს ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი ინარჩუნებს, რომელსაც დარჩენილ ორ შეხვედრაში სამი ქულა ყოფნის დასახული მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება თეორიულ შანსებს, საქრუსენერგოს 15 ქულა აქვს და ერთი ქულით ჩამორჩება „მედიკოსებს“, ხოლო ბაქსვუდი 13 ქულით მეათეა.
29.03.2015. ვერცხლის ლიგა. XII ტური
საქართველოს ბანკი 2 – სნიკერსი 3-3
საქრუსენერგო – ბანკი რესპუბლიკა 2-6
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ეკო“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური