SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგასა და ბრინჯაოს ლიგაში 1/2 ფინალისტები ცნობილია

თარიღი: მაისი 18, 2015

16 და 17 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

შაბათის სათამაშო დღე გაერთიანებული ლიგის მესამე ტურის მატჩებით დაიწყო.

პირველი გამარჯვება მოიპოვა კნაუფმა, რომელმაც შანგრილას სძლია 3-2. კვლავ დამაჯერებლად მოიგო თრეველ კემპ ჯორჯიამ, რომლის მსხვერპლიც ამჯერად რუსთავის მერია გახდა – 6-2. რაც შეეხება ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, ჯიპიაი ჰოლდინგისა და გორგიას  დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა.

16.05.2015. გაერთიანებული ლიგა. III ტური

კნაუფი – შანგრილა 3-2

Travel camp Georgia – რუსთავის მერია 6-2

გორგია – ჯიპიაი ჰოლდინგი 2-2

 

შაბათს განსაკუთრებულ ინტერესს ბრინჯაოს ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრები იწვევდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარბაზში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა ნამდვილად არ ინანა.  ეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ფოსტისა და მცხეთის „გუჯარის“ დაპირისპირებაზე ითქმის, რომელიც სავსე ტრუბუნების ფონზე წარიმართა და საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. „ფოსტალიონებმა“ მატჩის დებიუტშივე იოლად მოახერხეს დაწინაურება, რასაც მალევე მეორე გოლიც მიაყოლეს. მცხეთელებმა პირველივე ნახევარში შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ ტაიმი ფოსტის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. მეორე ნახევარი კი მცხეთელთა უპირატესობით წარიმართა და მატჩი მათი დამსახურებული გამარჯვებით, 5-3 დასრულდა.

გუჯარის მეტოქე 1/2 ფინალში მფკ ტატიშვილი იქნება, რომელმაც მინიმალური სხვაობით, 1-0 სძლია ევროკრედიტს.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და პალიტრა მედიას გუნდები წარსდგებიან. „ძალოვნებმა“ ¼ ფინალში ვივუსი დაამარცხეს დამაჯერებლად 6-3, ხოლო პალიტრამ მფკ პალერმოს მოუგო  4-1.

16.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/4 ფინალი

საქართველოს ფოსტა – გუჯარი (მცხეთა) 3-5

მფკ ტატიშვილი – ევროკრედიტი 1-0

სდსს – VIVUS.GE 6-3

პალიტრა – მფკ პალერმო 4-1

 

1/2 ფინალები 30 მაისს გაიმართება.

გუჯარი (მცხეთა) – მფკ ტატიშვილი

სდსს – პალიტრა

ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 26, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) , გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) – 19, პაატა ჩახაია (ჯო ენი) – 17, გიორგი ხაჩოშვილი (საქართველოს ფოსტა), ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) – 16

საინტერესო მატჩები გაიმართა კვირასაც. სუპერლიგის XVI ტურის შეხვედრებიდან გამოსარჩევია მფკ ნატახტარისა და პროგრეს ბანკის დაპირისპირება. „ბანკირები“ მატჩის განმავლობაში 0-4 მარცხდებოდნენ, თუმცა დავით მუჯირის დუბლით და კახი კალაძის ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით მათ 5-4 სძლიეს ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს.

ამავე ტურში საბოლოოდ გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც სეზონის საუკეთესო წოდებისთვის პლეიოფში განაგრძობენ ასპარეზობას. პროგრეს ბანკისა და ნატახტარის გარდა, მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პსპ-ს გუნდებიც.

„ფარმაცევტებმა“ გადამწყვეტი სამი ქულა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდთან მოიპოვეს – 1-0. საყაიმო ანგარიში დაიქსირდა შსს-სა და სკ ჯვაროსნების დაპირისპირებაში – 1-1.

წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ბათუმის „დინამო“. აჭარლებმა მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე გამარჯვება საქართველოს უნივერსიტეტთან მოიპოვეს – 3-1 და სატურნირო ცხრილში დამსახურებულ მეხუთე ადგილს იკავებენ.

წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და გასარკვევია მხოლოდ ის, თუ როგორ დაწყვილდება ზედა ოთხეული 1/2 ფინალში.  სატურნირო ცხრილს 31 ქულით შსს ლიდერობს, მასზე ორი ქულით ნაკლები აქვს ნატახტარს, 28 ქულით პროგრეს ბანკი მესამეა, ხოლო პსპ 26 ქულით მეოთხე საფეხურზე იმყოფება. „ფარმაცევტებს“ და ძალოვნებს მეტოქეებზე ერთით მეტი თამაში აქვთ ჩასატარებელი.

17.05.2015 სუპერლიგა. XVI ტური

მფკ ნატახტარი – პროგრეს ბანკი 4-5

UG – დინამო (ბთ) 1-3

ს.კ ჯვაროსნები – შსს 1-1

FC PSP – FC TTC 1-0

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) – 22, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 19, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17

 

 

კვირას გაერთიანებული ლიგის პირველი ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრაც გაიმართა. რუსთავის მერიამ ჯიპიაი ჰოლდინგს სძლია 1-0, ხოლო შანგრილამ გორგია დაამარცხა 3-0.

17.05.2015. გაერთიანებული ლიგა. I ტური (გადადებული)

ჯიპიაი ჰოლდინგი – რუსთავის მერია 0-1

შანგრილა – გორგია 3-0

კვირასვე ოქროს ლიგის ერთი 1/2 ფინალური დაპირისპირებაც გაიმართა. ევროპაბეთმა რეგულარული სეზონის გამარჯვებული, „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ დაამარცხა 3-1 და განმეორებითი შეხვედრის წინ კარგი უპირატესობა მოიპოვა. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, ნატახტარისა და საქართველოს ბანკის დაპირისპირება 22 მაისს გაიმართება. ფინალისტების ვინაობა კი საბოლოოდ  31 მაისს გაირკვევა.

17.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (პირველი რაუნდი)

GM ჭიათურა – ევროპაბეთი 1-3

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუს გოლი “სამპდორიას” კარში იხილეთ ვიდეო CRISTIANO RONALDO WHAT A FINISH..pic.twitter.com/zKCYlBe2qb — The CR7 [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიტალი დარასელია “საბურთალოს” ოლქში იყრის კენჭს

ლეგენდარული ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას შვილი, ვიტალი დარასელია უმცროსი საბურთალოს ოლქში კენჭს პარტია “თავისუფალი დემოკრატებიდან” იყრის....
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგო ალკანტარამ “ლივერპულში” ჩატარებულ სადებიუტო მატჩში პრემიერ ლიგის რეკორდი

20 სექტემბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგიჟდით? ეს აღარასოდეს გააკეთოთ!” – იურგენ კლოპი ფეხბურთელებს

20 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. შეხვედრის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა (ვიდეო)

თორნიკე ოქრიაშვილმა “ანართოსისისა” და “აპოლონის” მატჩში ანგარიში თემურ ქეცბაიას გუნდის ქართველმა შემტევმა, თორნიკე ოქრიაშვილმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სონისა და კეინის ბენეფისი! “ტოტენჰემმა” “საუთჰემპტონი” დაამარცხა (

პრემიერ ლიგის ახალი სეზონის მეორე ტურში სონისა და ჰარი კეინის ბენეფისი შედგა. ლონდონის “ტოტენჰემმა” შინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყიფო, არ მაქვს კარგი ამბავი, გავაშას…” – გამარჯვების და სიცოცხლის

თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუ როგორ გაიგო მამია გავაშელიშვილის ავადმყოფობის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო მანჯუკიჩი რუსეთში მიდის

ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კარიერას, სავარაუდოდ, რუსეთში გააგრძელებს. “ჩემპიონატის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის დაიმატებს ლევან კორღალიძე “საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბში?

“საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე იქნება, რომელმაც პოსტზე თეიმურაზ შალამბერიძე შეცვალა. გუნდის ვებ-გვერდმა კორღალიძესთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ჯორდან აიუმ პენალტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (ვიდეო)

19 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. მატჩის 72-ე წუთზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მესის კლუბის დატოვების უფლებას ვერ მივცემდი”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, ლეო მესიზე ისაუბრა. როგორც იცით, არგენტინელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურდა, [&hell...
წაკითხვა