SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგაში პირველი წრე დასრულდა

თარიღი: თებერვალი 16, 2015

15 თებერვალს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ კალენდარულ ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. პირველი წრის დასკვნითი ტურის დაპირისპირებები გამართეს სუპერლიგის გუნდებმა, ვერცხლის ლიგაში კი IX ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

სუპერლიგას კვლავ ერთიპიროვნული ლიდერი ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ერთადერთია მიმდინარე გათამაშებაში რომელსაც წაგება არ აქვს. „ძალოვნები“ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ვარსკვლავურ“ პროგრეს ბანკს დაუპირისპირდნენ და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „ბანკირები“ ვერც ალექსანდრე იაშვილის ჰეთ თრიკმა და ვერც კახი კალაძის გოლმა იხსნა. საბოლოოდ  8-4 შსს-ს სასარგებლოდ.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა მფკ ნატახტარისა და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირება. მიუხედავად ორივე გუნდის მიერ შექმნილი საგოლე მომენტისა, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. უდაოდ გამოსარჩევია ბათუმელთა ფეხბურთელის ნიკა თურმანიძის გამათანაბრებელი გოლი, რომელიც დღის საუკეთესო გოლის წოდების უმთავრესი პრეტენდენტია.

დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც აუტსაიდერი DHLდაამარცხა 5-1 და საპლეიოფო ოთხეულს მიუახლოვდა.

დაძაბაბული, დრამატული და დინამიური გამოდგა ტურის ბოლო შეხვედრა, ს.კ ჯვაროსნებსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს შორის. „ტრანსპორტელები“  მატჩის განმავლბაში დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდნენ – ჯერ 2-0, შემდეგ 3-1, თუმცა მეტოქემ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.

ამრიგად პირველი წრის შემდეგ 22 ქულით შსს ერთპიროვნულად ლიდერობს, მას ხუთი ქულით ჩამორჩება ს.კ პსპ, მესამე-მეოთხე ადგილებს კი 14-14 ქულით მფკ ნატახტარი და პროგრეს ბანკი იყოფენ. საქართველოს უნივერსტეტი 10 ქულით მეხუთე საფეხურზე იმყოფება. მეორე წრე ზუსტად ორ კვირაში განახლდება, რომლის დასრულების შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა ის ოთხი გუნდი რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეიოფში განაგრძობს.

კახი კალაძე_6953 Progress Bank - MIA_868424 Progress Bank - MIA_705 Progress Bank - MIA_6986 Progress Bank - MIA_9946 Progress Bank - MIA_69692 კახი კალაძე_6923424

15.02.2015. სუპერლიგა. IX ტური

მფკ ნატახტარი – დინამო (ბთ) 1-1

გოლები: მაჭავარიანი – ნ. თურმანიძე

პროგრეს ბანკი – შსს 4-8

გოლები: იაშვილი (3), კალაძე – ინჯგია (4), კაკაშვილი (2), კვიციანი, უშარაული

საქართველოს უნივერსიტეტი – DHL 5-1

გოლები: მელანიშვილი (2), დავითაშვილი, ლაზიშვილი, ჭოხონელიძე – დვალი

ს.კ ჯვაროსნები – FC TTC 4-3

გოლები: დაჩანიძე, ჯინჭველაშვილი, ძაგანია (2) – დარსაველიძე, კობახიძე (2)

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი), რევაზ ინჯგია (შსს) – 14, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 11

 

ტრადიციულად უხვგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის თამაშები. კვლავ წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას ჩემპიონატის ლიდერი საქართველოს ბანკი 2, რომელიც კიდევ ერთ ფავორიტს, ბი პი ჯორჯიას დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.

სამი ქულა მოიპოვა ბაქსვუდმა, რომელმაც რუსთავი 2-ს სძლია 8-2.

19 გოლი გავიდა პროკრედიტ ბანკისა და საქრუსენერგოს დაპირისპირებაში. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა, ენერგეტიკოსების გამარჯვებით, 10-9 დასრულდა.

 

15.02. 2015.  ვერცხლის ლიგა. IX ტური

კრედო – კოლიერსი 3-0 (ტექ.მ)

BP GEORGIA – საქართველოს ბანკი 2 1-3

გოლები: ხმალაძე – ჯოხაძე (3)

ბაქსვუდი – რუსთავი 2 8-2

გოლები: ასათიანი (3), უგრეხელიძე (2), ცუცქირიძე (2), ხარშილაძე – ამიროვი (2)

პროკრედიტ ბანკი – საქრუსენერგო 9-10

გოლები: თარხნიშვილი, სნიმშჩიკოვი (2), ჟღენტი (4), თოდუა (2) – მუჯირი (6), მიქაუტაძე, ანდღულაძე (3)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰარი კეინმა პოჩეტინოს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა

19 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებით ბევრისთვის მოულოდნე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია!

ლონდონის “ტოტენჰემს” ამიერიდან ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა დღეს მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხითარიანი: “იტალიელები სომხებს ჰგვანან”

“რომას” ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა იტალიურ გარემოზე ისაუბრა. სომეხი ფეხბურთელი ამბობს, რომ იტალიელები ხასიათით სომხებს ჰგვანან. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგიის ნაკრები ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია

ბელგიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია. “წითელ ეშმაკებს” სამშაბათამდე აქტივში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან პერიშიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ივან პერიშიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, საუკეთესო მე-3 ადგილოსანი აღმოჩნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვეინალდუმისა და დე იონგის ჟესტი გოლის შემდეგ (ფოტო, ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჰოლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო კოვაჩიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მატეო კოვაჩიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა

ლონდონის “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრც...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა, ხორვატიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით, 2-1 დამარცხდა. ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი: “ყველაზე მეტად “სევილიას” სტადიონზე თამაში არ მიყვარს̶

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტადიონი, რომელზეც ყველაზე მეტად არ უყვარს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიტუაცია გამოუვალია – პოჩეტინო დენიელ ლევის შეხვდა

“ტოტენჰემში” არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით კლუბის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს შეხვდნენ. The Telegraph-ის ცნობით, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატია – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხორვატიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ისევ ლუის ენრიკე გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი: “ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”

მადრიდის “რეალის” შემტევმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ კარიმ ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. “ბენზემასთან ერთად [&...
წაკითხვა